29/07/22786 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ბათუ ქუთელია - შეტევა ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მიმართ, ძალიან ჰგავს პუტინის მეთოდოლოგიას - „მაფიოზური ლექსიკონია“, როდესაც ერთს ამბობ, მეორეს გულისხმობ და მესამეს აკეთებ

ეს არის ანტიამერიკალიზმი - რასაც იანუკოვიჩი უკრაინაში აკეთებდა, ამას უფრო ნელი ტემპით აკეთებდა ივანიშვილი საქართველოში, გავეშებულ შეტევას ვხედავთ კელი დეგნანთან ,- ამის შესახებ პარტია "დროას" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ბათუ ქუთელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მან საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ გაკეთებული განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ტერმინოლოგია და მეთოდოლოგია, თუ როგორ ახორციელებენ შეტევას ამერიკელი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ, ძალიან ჰგავს იმ მეთოდოლოგიას, რასაც პუტინი აკეთებდა დასავლელი დიპლომატების მიმართ.
„ ეს არის ანტიამერიკალიზმი. ის ტერმინოლოგია და მეთოდოლოგია, თუ როგორ ახორციელებენ შეტევას ჩვენი ამერიკელი სტრატეგიული პარტნიორების და ევროპელების მიმართ, ძალიან ჰგავს მეთოდოლოგიას და შინაარსს იმისა, თუ როგორ აკეთებდა ამას პუტინი და აკეთებს დასავლელი დიპლომატების მიმართ. განსაკუთრებით, სანამ სამხედრო ძალით დაიწყებდა საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილებას. რასაც იანუკოვიჩი უკრაინაში აკეთებდა, ამას უფრო ნელი ტემპით აკეთებდა ივანიშვილი საქართველოში რუსების ხელით. ბოლოს, იმ მომენტამდე მივედით, განსაკუთრებით უკრაინაში დაწყებული ომის ფონზე, რომ ივანიშვილს და რუსებს მანევრირების ნაცრისფერი სივრცე მოესპოთ, ღიად მოუწიათ პოზიციის დაკავება - ან ხარ დასავლეთთან, თავისუფალ სამყაროსთან, ან რუსეთთან. ამიტომ გავეშებულ შეტევას ვხედავთ კელი დეგნანთან“,- აღნიშნავს ქუთელია.
როგორც ბათუ ქუთელია განმარტავს, „მაფიოზური ლექსიკონია“, როდესაც ერთს ამბობ, მეორეს გულისხმობ და მესამეს აკეთებ. მისივე თქმით, „მაფიოზური ლექსიკონია“, როდესაც შენს სიტყვას ფასი არ აქვს და მთავარი ძალაუფლების შენარჩუნებაა. როგორც ქუთელია განმარტავს, ბიძინა ივანიშვილი არის საქმის კურსში, ყველა იმ ნაბიჯზე, რომელმაც გააუარესა ჩვენი ურთიერთობა პარტნიორებთან.
„„ომი მშვიდობაა“, „შავი თეთრია“, „ომი აცილებულია“, ანუ, რას ნიშნავს, ომს გვაძალებდნენ და ივანიშვილმა აიცილა?! ყველა ის გზავნილი, რასაც „ქართული ოცნების“ მოლაპარაკე თავები ავრცელებდნენ რეალურად ბიძინა ივანიშვილის გზავნილია. ბიძინა ივანიშვილის წერილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ყველა გადაწვეტილებას, განსაკუთრებით მნიშვნელოვან თემებზე ბიძინა ივანიშვილი იღებს, ის არის საქმის კურსში, ყველა იმ ნაბიჯზე, რომელმაც გააუარესა ჩვენი ურთიერთბა პარტნიორებთან, რაც შეიძლება მძიმედ დაგვიჯდეს უსაფრთხოების, ეკონომიკური და სახელმწიფოს მშენებლობის კუთხით. როდესაც პირველი ნაწილი აფუჭებს პარტნიორებთან ურთიერთობას და შემდეგ იძახის გავაუმჯობესოთო -„მაფიოზური ლექსიკონია“. „მაფიოზური ლექსიკონია“, როდესაც ერთს ამბობ, მეორეს გულისხმობ და მესამეს აკეთებ. სიტყვას ფასი არ აქვს, მთავარია ძალაუფლება შეინარჩუნო ასე ავტორიტარული მმართველები იქცევიან“,- აღნიშნავს ქუთელია.
ბათუ ქუთელიამ „ქართული ოცნებიდან“ გასულ დეპუტატებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ უფლება არ აქვთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს აგინონ. „ ვინ არიან ეგენი? არც მე ვიცი. რა უფლება აქვთ აგინონ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეს სახელი და გვარები ბიძინა ივანიშვილის მოლაპარაკე თავები არიან. რასაც ისინი აკეთებენ ბიძინა ივანიშვილის ტაქტიკური სვლაა, რომ რეგიონში რუსული ინტერესები გაძლიერდეს“,- აღნიშნავს ქუთელია.
გარდა ამისა მან კელი დეგნანის განცხადებასთან დაკავშირებულ კრიტიკაზეც ისაუბრა, სადაც მან აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 6 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია. როგორც ქუთელია განმარტავს, „სამარცხვინოა, ვინც ცდილობს რომ თანხაზე დაუწყოს კრიტიკა სტრატეგიულ პარტნიორს. თანხაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის სისტემური და სტრქტურული დახმარება, რის გამოც როგორც სახელმწიფო შევდექით დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან“.
„მაფიოზური ლექსიკონია“, როდესაც ერთს ამბობ, მეორეს გულისხმობ და მესამეს აკეთებ. სიტყვას ფასი არ აქვს, მთავარია ძალაუფლება შეინარჩუნო ასე ავტორიტარული მმართველები იქცევიან“.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY