29/07/221 714 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

რუსეთი ხარკოვზე ხელახალი შეტევისთვის ემზადება – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინტიტუტის ანალიტიკოსების პროგნოზით, რუსეთმა შესაძლოა ხარკოვზე შეტევა განაახლოს. ინსტიტუტის უახლეს რელიზში ნათქვამია, რომ სავარაუდოდ, რუსეთის ძალები ამისთვის შესაბამის პირობებს იქმნიან.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთის დანაყოფები, დიდი ალბათობით, ცდილობენ, ბახმუტის სამხრეთ-აღმოსავლეთით მიღწეული უმნიშვნელო წარმატებები შეინარჩუნონ, რის გამოც, შესაძლოა, მათთვის ნაკლებად პრიორიტეტული გახდეს სივერსკზე შეტევა. ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის დაკავების შემდეგ, მათ ქალაქის მიმართულებით წინსვლა ვეღარ შეძლეს.
„რუსეთის სარდლობა, სავარაუდოდ, ეცდება შეინარჩუნოს საბრძოლო იმპულსი ბახმუტის გარშემო. ბახმუტის მიმართულებით მცირედი წინსვლის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ძალები ქალაქის დაკავებას შეძლებენ“, – აღნიშნავენ ინსტიტუტის მკვლევრები.
რა ვითარებაა ფრონტზე:
  • უკრაინული მედიის ცნობით, ცოცხალი ძალისა და ტექნიკის ყველაზე დიდი დანაკარგი, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთს კრივოროჟსკის მიმართულებაზე აქვს.
  • სლოვიანსკის, ბახმუტისა და კრამატორსკის მიმართულებებზე რუსებს აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ უწარმოებიათ, თუმცა რამდენჯერმე ცეცხლი გაუხსნეს დონბასის დასახლებულ პუნქტებს.
  • უკრაინელმა დამცველებმა წარმატებით მოიგერიეს რუსების შეტევები ვერშინისა და სემიგორიეს მიმართულებით.
  • რუსეთის ძალები ცდილობენ შეტევას ნოვოლუგანსკისა და სოლედარის სიახლოვეს. იქ აქტიური ბრძოლები გრძელდება.
ხარკოვზე იერიში რუსეთის არმიამ აქამდეც მიიტანა, მაგრამ უკარინის არმიამ ოკუპანტს უკან დაახევინა.
ხარკოვი უკრაინის ერთ-ერთი დიდი ქალაქია, სადაც მილიონ-ნახევარი ადამიანი ცხოვრობს. ხუთთვიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ამ ზომის ვერც ერთი უკრაინული ქალაქის დაპყრობა ვერ მოახერხა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA