28/07/221 063 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ანა ნაცვლიშვილი - პროცესი, რასაც ახლა საზოგადოება თვალს ადევნებს, „ქართული ოცნების“ ელექტორალური კრიზისია

პროცესი, რასაც ახლა საზოგადოება თვალს ადევნებს, “ქართული ოცნების“ ელექტორალური კრიზისია - იმ მიზნით, რომ ამომრჩეველთა სხვადასხვა ჯგუფი არ დაკარგონ, პარტიის გაყოფის ხერხს მიმართეს, - ასე ხსნის “ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი “ქართული ოცნებიდან“ დეპუტატების წამოსვლისა და მათ მიერ საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაფუძნების გადაწყვეტილებას.
როგორც ნაცვლიშვილმა განმარტა, “ქართულ ოცნებას“ ჰყავს ამომრჩეველი, ვინც ქვეყნის პროდასავლურ კურსს უჭერს მხარს და ახლა ხვდება, რომ პარტიას, რომელსაც აქამდე ნდობას უცხადებდა, ქვეყანა დასავლეთისკენ არ მიჰყავთ. მისივე თქმით, არსებობს ამომრჩეველთა მეორე ჯგუფი, რომელთაც ძალადობასა და ზიზღზე დაფუძნებული, ანტიდასავლური რიტორიკა მოსწონს.
ნაცვლიშვილის განცხადებით, “ესენი ერთად ვეღარ თავსდებიან, რის გამოც საჭირო გახდა პოლიტიკოსების გაყოფა“.
“მანევრია - ეს არის იგივე “ქართული ოცნება“, მაგრამ ეს ტაქტიკური ხრიკი მარტივად გასაშიფრი და დასანახია.
აქამდე “ქართულ ოცნებას“ სხვადასხვა ტიპის ამომრჩეველი უჭერდა მხარს, მათ შორის ის ამომრჩეველი, ვისაც სწამს, რომ საქართველოს მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარება არის დასავლეთის წიაღში. ეს ამომრჩეველი “ქართულ ოცნებას“ ტოვებს. ამას არაერთი კვლევა ადასტურებს, რომელიც საჯარო არ არის, მაგრამ მასზე ბევრ პოლიტიკოსს და ანალიტიკოსს ხელი მიუწვდება.
იმისთვის, რომ “ოცნებამ“ შეძლოს და შეინარჩუნოს როგორც პროდასავლელი ამომრჩეველი, ასევე ამომრჩეველი, რომელიც იჯერებს პროპაგანდისტულ მესიჯებს, ამას ერთი პარტიის ფარგლებში ვერ ახერხებენ. ამიტომ მიმართეს ხრიკს, რომ პარტია გაყონ და ჯამში ამომრჩეველი არ დაკარგონ.
“ქართული ოცნებისთვის“ ამომრჩევლის დაკარგა არის გარდაუვალი, პროცესი დაწყებულია და არის შეუქცევადი“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA