25/07/221 128 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

შეეშვან საქართველოში სანქცირებული რუსული ნავთობის შემოტანას - ხაბეიშვილი კომპანიებს მიმართავს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ კონკრეტულ ბიზნესმენებს, მთავრობის დახმარებით, საქართველოში რუსული ნავთობი შემოაქვს. როგორც ხაბეიშვილი ამბობს, რუსეთი საქართველოსთვის ნავთობის მოწოდების კუთხით, ბოლო 5 თვის განმავლობაში, პირველ ადგილზეა:
"საქართველოს მთავრობამ და კონკრეტულმა ბიზნესმა გაავსო რუსული სისხლიანი ნავთობით საქართველოს პორტები და ტერმინალები. ამასობაში, უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, რუსეთი გადავიდა პირველ ადგილზე მომწოდებელთა შორის, რაც ცხადია, აქამდე ასე არ იყო. ამასობაში უკრაინაში გენოციდის დაწყების დღიდან დღემდე 124 მილიონი დოლარის რუსული ნავთობი შემოიტანა საქართველოს ხელისუფლებამ და ოპერატორებმა", - თქვა ხაბეიშვილმა.
გარდა ამისა, ხაბეიშვილმა დაასახელა ის სამი კომპანია, რომელსაც ქვეყანაში რუსული ნავთობი შემოაქვს. მათ შორისაა: ვისოლჯგუფი, არაგვი იმპექსი და ლუკოილი. ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ კომპანიების რაოდენობა გაცილებით მეტია, თუმცა ამ ეტაპზე მათ სახელებს არ გაასაჯაროებს:
"ვაძლევთ რამდენიმე დრეს ამ სამ კომპანიასაც და დანარჩენ ათსაც, რომ საჯაროდ გამოვიდნენ და თქვან, რომ შეეშვებიან საქართველოში სანქცირებული რუსული ნავთობის შემოტანასა და უკრაინის გენოციდის დაფინანსებას. წინააღმდეგ შემთხვევაში,  იგივე მოუწევს ფხაკაძესაც, არაგვი იმპექსის ხელმძღვანელობას - მამა-შვილ კაკაბაძეებს, ლუკოილსაც და სხვა ათობით კომპანიას", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY