22/07/22693 ნახვა წყარო: formulanews.geფოტო: formulanews.ge

სტამბოლში ხელი მოაწერეს უკრაინიდან მარცვლეულის გატანის შეთანხმებას

თურქეთისა და გაეროს შუამავლობით, რუსეთმა და უკრაინამ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
შეთანხმების თანახმად, პორტები - ოდესაჩერნომორსკი და იუჟნი უკრაინული მხარის მიერ გაკონტროლდება. ხსენებულ პორტებში სხვა გემების ყოფნა არ არის გათვალისწინებული. დოკუმენტი ასევე არ ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებას.
სტამბოლში გაეროს ეგიდით ასევე შეიქმნა სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც მხარეების წარმომადგენლების მიერ იქნება დაკომპლექტებული და ინიციატივის შესრულებას ზედამხედველობას გაუწევს. ცენტრი სპეციალურ საინსპექციო ჯგუფებსაც შექმნის.
თურქეთი შეამოწმებს გემებს, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი არ ატარებენ იარაღს. გარდა ამისა, ინიციატივის თანახმად, არც ერთ სამხედრო გემს, თვითმფრინავს, უპილოტო საფრენ აპარატს არ ექნება უფლება მიუახლოვდეს ჰუმანიტარულ საზღვაო დერეფანს დაშვებულ მანძილზე ახლოს. მანძილს საკოორდინაციო საბჭო დაადგენს.
ხელშეკრულება იმოქმედებს 120 დღის განმავლობაში ხელმოწერიდან და ავტომატურად გახანგრძლივდება, თუ რომელიმე მხარე უარს არ იტყვის მასზე.
დოკუმენტის სახელწოდებაა "ინიციატივა უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის და საკვები პროდუქტების უსაფრთხოების შესახებ". მას ხელი მოაწერეს თერქეთის, გაეროს, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებმა. რუსულ მხარეს თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ წარმოადგენდა, ხოლო უკრაინას ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრ კუბრაკოვი. ხელმომწერებს შორის იყვნენ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიფ ერდოღანი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში. 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,