
25 ივლისს პენსელვანიის შტატში დამთავრდა KEYSTONE STATE GAMES ძიუდოში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო შეერთებული შტატების 17- მა სახელმწიფომ. დიდად გასახარია , რომ ამ ტურნირზე იასპარეზეს და დიდ წარმატებას მიაღწიეს ჩვენმა სახელოვანმა ფალავნებმა რომლებმაც სამ წონით კატეგორიაში სამ უმაღლეს ჯილდოს დაეუფლნენ. 90 კილო: წონით კატეგორიაში ოთხი შეხვედრა ჩაატარა და დროზე ადრე , წმინდა გამარჯვებით დაამტავრა ივანე ნადირაშვილმა.უნდა აიღნიშნოს ის ფაკტი, რომ ივანე ნადირაშვილის ეს უკვე რიგით მეხუთე გამარჯვებაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. 100 კილო: წონით კატეგორიაში იასპარეზა სახელოვანმა მოჭიდავემ,ძიუდოს დიდმა ოსტატმა თემურ ტაბატაძემ, რომელმაც ხუთი ორთაბრძოლიდან სამი წმინდათ , ორი კი დიდი უპირატესობით მოიგო და ტურნირის გამარჯვებულის ოქროს მედალი დაისაკუტრა.რაც შეეხება მძიმე წონის კატეგორიას 100+,აქ იასპარეზა ჩვენმა ძიუდოს ვეტერანმა ალექსი ძავაშვილმა, რომელმაც ხუთი შეხვედრა ბრწყინვალედ ჩაატარა, ხუთივე სუფთა გამარჯვებით დაასრულა და ოქროს მედალთან ერთად ტურნირის საპატიო პრიზიც დაიმსახურა. ვულოცავთ ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილებს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ კიდევ და კიდევ დიდ წარმატებებს. უნდა
აღინიშნოს ის ფაქტიც რომ ვანო,თემური და ალექსი ვარჯიშობენ და ასწავლიან ფილადელფიის ძიუდოს კლუბში "MMAJ" ჩვენს შვილებს და მომავალს, რითაც იმსახურებენ კიდევ ერთ და არა ბოლო მადლობას მთელი ჩვენი საზოგადოებისაგან.