Babajana.com
Gzavnili ARGO TOUR
   
Home მთავარი
Translate ლექსიკონი
News
ახალი ამბები
Jokes
ანეგდოტები
Video
ვიდეო
Music მუსიკა
Pictures
სურათები
Classifaids
განცხადებები
Dating
გაცნობა
Forum
ფორუმი
Flash Games
თამაშები
Horoscope ჰოროსკოპი
Tbilisi თბილისი
fa მოდა

1 1
ჟირინოვსკი: ჩვენ დღეს 20 რესპუბლიკა გვაქვს და ეს მომავალი 20 სახელმწიფოა


კავკასია რუსეთის კისერზე დაკიდებული ლოდია _ განაცხადა რუსეთის ლიბერალურ დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ ვლადიმერ ჟირინოვსკიმ დუმის საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

"კავკასია რუსეთისათვის ლოდია. ამ რესპუბლიკებს შეიძლება მთელი რუსეთის ბიუჯეტი მისცე, მაგრამ იქ მაინც იქნება სროლა ავტომატებიდან. ხელისუფლებას ეს არ ესმის. ჩრდილოეთ კავკასია _ ეს მხოლოდ დანახარჯია და მოსახლეობაზე უარყოფითი გავლენაა.
რუსეთის იმპერიის დროს ამის მოთმენა კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ როგორც კი საბჭოთა ხელისუფლებამ იქ ნაციონალური რესპუბლიკები შექმნა დაიწყო _ გზა სახელმწიფოების შექმნისაკენ, ეს შეუძლებელია. რესპუბლიკა უკვე ნიშნავს სახელმწიფოს. შეუძლებელია რესპუბლიკაში რესპუბლიკა იყოს. ეს უზნეობაა", _ აცხადებს ჟირინოვსკი.

მისი თქმით, "რუსეთი დედა-ღორია და მისი შვილი-რესპუბლიკები საბოლოო ჯამში გამოეყოფიან მას. ჩვენ დღეს 20 რესპუბლიკა გვაქვს, ეს მომავალი 20 სახელმწიფოა. ეს ლენინის, სტალინის, ბრეჟნევისა და ზიუგანოვის შეცდომაა", _ ამბობს ის და აღნიშნავს, რომ ყოველივე ზემოთაღნიშნულის გარდა, რუსეთი და კავკასია შეუთავსებელია ოთხ პოზიციაში.

"ჩვენ ორი განსხვავებული ცივილიზაცია ვართ, სხვა და სხვა რელიგია გვაქვს: მართლმადიდებლობა და ისლამი: ჩვენ გვქონდა იმპერია, ისინი კი ყოველთვის თავდასხმის ობიექტი იყვნენ. განსხვავებული გეოგრაფია _ შეუძლებელია მთაში ცივილიზაცია ააშენო: სტადიონები, ფილარმონიები, მუზეუმები, უნივერსიტეტები. მთაში ძნელია ცხოვრება. ყოველივე ამან დაღი დაასვა კავკასიელების ჩვეულებებს. მათ, მოტყუებულებს და დამცირებულებს და გაავებულებს არ სურთ ჩვენთა ცხოვრება. ჩვენც არ გვინდა. რუსებს რომ კითხოთ იტყვიან, რომ არ სურს", _ აცხადებს ჟირინოვსკი და აღნიშნავს, რომ მას სულაც არ უნდა იმის თქმა, რომ ვიღაც უნდა გამოიყოს, მაგრამ მისივე თქმით "ამგვარ თანაცხოვრებას მომავალი არ აქვს".

"თანაცხოვრება შესაძლებელია მაშინ როცა არ არსებობს ეროვნული უჯრედები. არავითარი რესპუბლიკები არ უნდა არსებობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დამოუკიდებლობას მოითხოვენ. ამას მე არ ვამბობ, ამას ისინი ითხოვენ. ამიტომაც რა აზრი აქვს იქ ფულის ჩადებას?", _ აცხადებს ჟირინოვსკი.


ჯი-ეიჩ-ენი

Share
Email
Print
share
5345 | 47
Comments
 (голосов: 8)

 
3 3

521
elene5 says:
1
+1
ყოჩაღ , ჟირინოვსკი !
 24 июля 2010 11:48   

567
irisha says:
2
+5
ავოე ვოლფოვიჩ!ზოგჯერ სიმართლეც გამოგეპარება ხოლმე ენიდან.
 24 июля 2010 13:09   

705
GABII says:
3
+4
ვოლფოვიჩი "ნამეკაეტ ნა ტავო ჩტო" გავაუქმოთ რუსეთის ხელისუფლებამ ავტონომიები და დავაბრუნოთ ცარისტული უნიტარული გუბერნიებიო!მაგრამ ვინაიდან ცარისტული ადმინისტრაციული დაყოფა მე-19საუკუნეში იყო ბოლოს ,ახლა კი 21-საუკუნეა,არ იცის რა რეზონანს გამოიწვევს მაგ წინადადების გატარება

ამიტომ,ვოლფოვიჩი კრემლის ერთ-ერთი რუპორი,როგორც უაღრესად გაწაფული და ფრთხილი ვირეშმაკა ჯერ მხოლოდ "ნამეკაეტ"...
 24 июля 2010 13:27   

1162
iaqe_iaqe says:
4
+1
ვააა, ისე ,ხომ თქვა სიმართლე? იქნებ,მოვიდნენ გონს სხვებიც ჰააა? მაგრამ, ის ლილიპუტა, ისეთი ავი ფინია ძაღლია,ვერ მოისვენებს.
 24 июля 2010 13:33   

1695
ioseb70 says:
5
+2
GABII! ნამდვილად მასეა! თანაც უსინჯავს კბილს თუ მოტვინავენ რაზეც ვსაუბრობ და რა რეაქცია ექნებათო?
 24 июля 2010 13:37   

55
batibuti says:
6
0
მეეჭვება მაგ კლოუნის ნათქვამი იყოს,რადგანაც სულ სხვა გეგმები აქვს მაგას და მაგისთანა კიდე ბევრ იმპერიალისტს კრემლში.რუსეთი რომ თავისივე სიმძიმით დაიშლება მაგაში ეჭვი აღარავის ეპარება,მაგრამ ვაი მაგისთანა ლაშლას
 24 июля 2010 13:37   

589
jimmy says:
7
+5
დიახ, კავკასია რუსეთზე დაკიდებული ლოდია და ეს ლოდი ჩაძირავს მათ.
 24 июля 2010 13:46   

30
irakli.svani says:
8
+1
ასეტი სიმარტლე ამ კაცს არ უტკვია, კოჯაგ დედა ხორო ანუ მალე გაზდებიან გოჯები.დედა ეტირებატ ტანაც მალე
 24 июля 2010 14:07   

765
gagi67 says:
9
+2
კრემლის ღირებმა საქართველოში 10-30 ათასკაციანი დასახლებული სეპარატისტული პუნქტების "გა-ნეზავისიმებით" ისეთი ნაღმი შეიდეს ღრმად, რომ ჩვენ მხოლოდ უნდამოვუგლისოთ უკანალი და ველოდოთ ამ სეპარატიზმის აფეთქებას კრემლის მანიაკმა ტესტიკულოფილებმა უდიდესი ლეგიტიმიური ბერკეტი რომ მისცეს ხელში - ჩინეთმა რუსეთში ციმბირელი მოსახლეობის სეპარატიზმის წახალისება დაიწყოს, ამხლა რუსები ვერაფრით ვერ შეედავებიან ჩინეტს რუსული სახელმწიფოს საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიალური ერთიანობის პრინციპები განადგურებულია თავად კრემლის მანიაკი ტესტიკულოფილების მიერ. ველოდოტ და მოვერიდოტ ამ ჩრდილოელ თვიგანადგურების გზაზე შემდგარ მანიაკს- კრემლს.
 24 июля 2010 15:44   

1255
adjarski says:
10
+2
ეს ატრაკებს,ერთდღეს ერთს იძახის მეორე დღეს სხვა რამეს.
 24 июля 2010 16:44   

1695
ioseb70 says:
11
+2
Специалисты выясняют причины взрыва новомосковской химлаборатории
24.07.2010 15:27 | Оценка: 5
Специалисты выясняют причины взрыва новомосковской химлаборатории
На месте ЧП находится и руководит работами первый заместитель главы администрации Новомосковска Анатолий Пророков.

От разрушенного здания постоянно отъезжают КАМАЗы, груженые обломками здания. На месте дежурят пожарные расчеты - пострадавшее от взрыва здание пытается загорется с новой силой, но огнеборцы сдерживают распространение огня.

На территории возле лаборатории сильно пахнет химическиим веществами.

По нашим сведениям, на территории работают специалисты ФСБ. Также к оцепленной зоне подтянута спецтехника.

Погибших по последним данным нет. Двое пострадавших с легкими травмами доставлены в больницу.

Причины взрыва пока не установлены.

ყოველ დღე ახალი ნგრევა და აფეთქებები!
რასაცა დასთესს იმას მოიმკიო!

იაკოფა რუსი დაგვეკარგა! სოხუმში განისვენებს ალბათ ოკუპანტი მაიმუნი!
 24 июля 2010 17:34   

1255
adjarski says:
12
+10
იაკოფასთვის დენს დაურტყავს სოხუმში და ბაგაფშს სილაში ყოლია ჩაფლული.
 24 июля 2010 17:41   

1463
leila says:
13
+3
am gijs atqmevines da amis azris ukan ragac imaleba!!
 24 июля 2010 18:06   

16
Fen says:
14
0
ესაა მაგარი დედამისეკლილი პიროვნება
 24 июля 2010 19:44   

1695
ioseb70 says:
15
+1

leila როგორახარ?სად დაგვეკარგე?
 24 июля 2010 21:01   
1 1
Посетители, находящиеся в группе Гости, не могут оставлять комментарии в данной новости.
3 3



02.23.10
სახელი: პაროლი:  
რეგისტრაცია   | პაროლის აღდგენა
  • Television
  • Radio
HERBALIFE
AMANATEBI 02.03.10
Translate

shako ოჯახი და მეგობრები ეძებენ გოგა დარბაისელს 40 წლის. ბოლოს ნახეს ნიუჯერსის შტატში წელწადნახევრის წინ.
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია გოგას შესახებ გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონებზე:
724 466 2515 ან 215 485 7542
Rating გამოკითხვა
სოციოლოგიური კვლევა
World Cup 2010
loading...
1 1
სვანს უნდა გახდეს თოვლის ბაბუა და თავის შვლიშვილს თოვლს დაარქმევს
დაამატა: foso
3 3
Contact
     
© 2010
BaBaJaNa.com
All rights reserved