18/04/222 179 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ჩვენი ბიჭები მზად არიან, ბოლომდე იბრძოლონ... ელიან, რომ ცივილიზებული სამყარო მათთან ერთად იბრძოლებს" - ინტერვიუ აზოვის ბატალიონის მეთაურთან

აზოვის ბატალიონის მეთაურის თქმით, რუს ოკუპანტებს მარიუპოლიდან მოსახლეობა რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ რეგიონში განთავსებულ საკონცენტრაციო ბანაკებში მიჰყავთ. როგორც ანდრეი ბილეცკი ამბობს, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანაა.
"მარიუპოლში, აზოვსტალში დაბომბვები არ წყდება, იერიშებმა ინტენსიური სახე მიიღო, საშინელება ის არის, რომ ქალაქში ჩვენი ჯარისკაცების გარდა ადგილობრივი მოსახლეობაც იმყოფება, რომელსაც ამ ვითარების ძალიან ეშინიათ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბუჩაში, ირპენსა და სხვა ქალაქებში მოხდა.
დარჩენილ მოქალაქეებს შორის ძალიან ბევრი ქალი და ბავშვია, არიან დაჭრილებიც. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხის ევაკუაცია და ზაპაროჟიეს ოლქში გადაყვანაა, რადგან მტერს ასობით ადამიანი რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ რეგიონში განთავსებულ საკონცენტრაციო ბანაკებში მიჰყავთ.
რუსეთი ამ დრომდე უარს აცხადებს ნებისმიერი სახის დიალოგსა და ჰუმანიტარული დერეფნების გამართვაზე. ისინი ითხოვენ, რომ მებრძოლებმა იარაღი დაყარონ, თუმცა არსებობს ომის წესები, თითოეული ბატალიონის მეთაური თავად გადაწყვეტს დაყრიან იარაღს თუ იბრძოლებენ.
მტრის მიერ საკუთარი მოთხოვნების შესასრულებლად მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყენება ტერორიზმია და არა საომარი მოქმედებები", - თქვა ანდრეი ბილეცკიმ.
ბილეცკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს შეიარაღებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ, თუმცა ისინი მზად არიან ბოლომდე იბრძოლონ.
"ჩვენი ჯარისკაცები მძიმე მდგომარეობაში არიან და მშვიდობიან მოქალაქეებზე ნერვიულობენ. რუსებს სთავაზობენ და სთხოვენ, რომ მოქალაქეებისთვის დერეფანი გახსნან. ჯარისკაცებს შეიარაღებასთან დაკავშირებით მცირე პრობლემები აქვთ, რადგან ქალაქი ორი თვეა ალყაშია, მაგრამ ბიჭები მზად არიან ბოლომდე იბრძოლონ. ელოდებიან, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო მათთან ერთად იბრძოლებს", - თქვა მან.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY