08/02/221 053 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

უგულავა მიხეილ სააკაშვილზე - მას სტრატეგიული მოთმინება სჭირდება და ეს დრო უნდა გამოიყენოს მათი გულის მოსაგებად, ვისაც დღემდე ეშინია მისი

...ცალკე საკითხია/ტკივილია მიხეილ სააკაშვილი - ნათქვამია გიგი უგულავას ვრცელ განცხადებაში, რომელსაც პოლიტიკოსი ქვეყანაშ არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ავრცელებს.
უგულავა წერს, რომ მესამე პრეზიდენტი ერთადერთი პოლიტიკოსია ქვეყანაში, რომელსაც ბოლო 20 წელია სტაბილური რეიტინგი აქვს.
უგულავა წერს: 
"დიახ ტკივილი, რადგან ძალიან ბევრი ადამიანისთვის ფაქტი, სააკაშვილი ციხეში, პოლიტიკურის მიღმა, უბრალოდ სირცხვილია!
სააკაშვილი საქართველოში ერთადერთი პოლიტიკოსია ვისაც უკანასკნელი 20 წლის მანძილზე სტაბილურად აქვს მინიმუმ 25% (აქ სახელისუფლო ციფრებს არ ვეხები. ის ასტრონომიულია, მაგრამ ასევე სახელისუფლო რესურსიც ურევია). და ეს არნახული დევნის და შევიწროვების პირობებში. ის ეპოქალური პირია საქართველოს ისტორიაში. მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილება დაბრუნებული საქართველოში, გაებაიბურებინა მთავრობა, წასული ციხეში, 50 დღიანი შიმშილობა - ყველაფერი ეს ისტორიული მოვლენებია. ფაქტია ქართულმა საზოგადოებამ ის ემოციურად დაიბრუნა. ამას რა პოლიტიკურ კონსტრუქციას დააშენებს სააკაშვილი, ამას მომავალი აჩვენებს, თუმცა ახლა მისი ციხიდან განთავისუფლება მტკივნეული და დროში ტევადი პროცესი იქნება. მას სტრატეგიული მოთმინება სჭირდება და ეს დრო უნდა გამოიყენოს მათი გულის მოსაგებად, ვისაც დღემდე ეშინია მისი. ეს შიშები ძირითადად ომს და ძალოვნებს უკავშირდება. ამასთანავე უკრაინის თემა მომდევნო წლებში სულ უფრო გადახლართული იქნება ჩვენს ბედთან. შესაბამისად, სააკაშვილმა მკაფიო უნდა გახადოს რას უპირებს თავის უკრაინულ კარიერას? ის უკვე 8 წელიწადია უკრაინულ პოლიტიკაშია. ეს ძალიან დიდი დროა. თითქმის იმდენი, რამდენიც პრეზიდენტი იყო საქართველოში. მისი სახელის ცნობადობა რეგიონში არნახულად მაღალია. მას იცნობს არა მხოლოდ პოლიტიკური კლასი, არამედ აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოსახლეობა. ეს ძალიან დიდი პოლიტიკური კაპიტალია. საქართველოში ენმს მიერ 2020-ში მის პრემიერობის კანდიდატად დაყენებამ კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება გააჩინა. ქვეყანაში არაა 51% ამომრჩეველი ვინც სააკაშვილის პრემიერობას დაუჭერს მხარს. სააკაშვილს პრობლემები აქვს დასავლეთშიც. აღმოსავლეთ ევროპელი Strongman-ები კაჩინსკი, ორბანი ისედაც აშინებს ბრუსელს. სამწუხაროდ სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, უფრო სწორედ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მასზე არსებული ეს სტერეოტიპი შეერბილებინა. არადა, 2012-ში ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის მერე უკრაინის 8 წელი ამაში უნდა დაეხარჯა.
ამდენად ახლა გვაქვს ვითარება, რომ სააკაშვილი ოპოზიციაში არის ყველაზე მსხვილი ფიგურა (და ასეთად დარჩება კიდევ კარგა ხანი), მაგრამ ის არაა კოალიციის მშენებელი. მის გარეშე არ არსებობს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, ის ფორვარდია, მაგრამ მის გარშემო ივანიშვილის დასამარცხებლად აუცილებელი კოალიცია არ/ვერ იკრიბება." წერს გიგი უგულავა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY