28/01/22709 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"გამგებელმა თქვაო მე კი არ ვანგრევო, კალაძე ანგრევსო..."- ბულდოზერების გამოჩენას აფრიკის დასახლებაშიც ელოდებიან

მუნიციპალურ ინსპექციას ელოდება მოსახლეობა აფრიკის დასახლებაშიც, ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ორხევის შემდეგ მერია მათ საცხოვრებლებსაც დაშლის. 
აფრიკის დასახლებაში მცხოვრები გარიკ აბგანიანი ამბობს, რომ გამგებელმა გუშინ, 27 იანვარს უთხრა, რომ სახლებს დაანგრევდნენ: 
"ალტერნატივას არაფერს არ გვთავაზობთ, რაღაც სისულელე, იდიოტური შემოთავაზებები აქვთ. აქ იყო სანაგვე, ესე გაჭირვებულმა ხალხმა გადავხვიტეთ აქაურობა, რომ ვასწორებდით, ტრაქტორები რომ მოგვყავდა იმას რა ვერ ხედავდნენ?! არავინ არ მოვიდა და არ გვითხრა შეეშვით, რატომ ასუფთავებთო, სახლები ავაშენეთ აქ და იმის მაგივრად, რომ შუქი და გაზი გამოგვიყვანონ და რამენაირად გვერდში დაგვიდგნენ, ასე მოდიან, გვემუქრებიან და გვინგრევენ", - ამბობს ის.
აფრიკის დასახლებაში მუნიციპალური ინსპექცია და სპეციალური ტექნიკა ჯერ არ გამოჩენილა. მერიამ სახლების დემონტაჟი რამდენიმე თვის წინ ამ დასახლებიდან დაიწყო. კახი კალაძემ 25 ნოემბერს თქვა, რომ მუნიციპალური მიწების მითვისებამ სისტემური ხასიათი მიიღო და თქვა, რომ  "ეს უმსგავსობა დედაქალაქში უნდა დამთავრდეს".
"გამგებელმა თქვაო მე კი არ ვანგრევო, კალაძე ანგრევსო, გამგებელმა თქვა გუშინ, მე უკვე შვიდი თვეა რაც დამინგრიეს, 5 შვილის მამა ვარ, ცოლი მყავს კიბოს ბოლო სტადიით, შვილი მყავს ეპილეფსია აქვს. ორხევში დაიწყეს დანგრევა, ორი ეტაპიაო, ალბათ ეგ არის ორხევი და ეს, ველოდებით, რომ მოვიდნენ", - ამბობს აფრიკის დასახლებაში მცხოვრები ალექსანდრე აბგანიანი.
დილიდან 7 საცხოვრებელი დაანგრია მუნიციპალურმა ინსპექციამ ორხევის დასახლებაშიც. მოსახლეობა ამბობს, რომ გააფრთხილეს ნგრევის შესახებ, თუმცა მათ წასასვლელი არსად აქვთ და არანაირ ალტერნატიულ ფართს არ ფლობენ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ