17/01/22982 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"პირველადი ინფორმაციით, უბედური შემთხვევა იყო, ნუ დავაკავშირებთ დევნილების პრობლემასთან" | ჯანდაცვის მინისტრი დევნილის გარდაცვალებაზე

"პირველადი ინფორმაციით, უბედური შემთხვევა იყო" - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას.
მინისტრმა მედიას მოუწოდა, გამოძიების შედეგებს დაელოდონ და მომხდარი დევნილების პრობლემას არ დაუკავშირონ.
"გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და პირველადი ინფორმაციით, ეს არის უბედური შემთხვევა ჩემი თხოვნა იქნება, გამოძიების შედეგებს დაველოდოთ ნუ დააკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან და ნუ შევეცდებით...", - თქვა აზარაშვილმა.
რაც შეეხება დევნილების ბინებით დაკმაყოფილების საკითხს, აზარაშვილი ირწმუნება, რომ მომდევნო სამ წელიწადში საცხოვრებელი 13 ათას ოჯახს ექნება.
"ამასთან დაკავშირებით ჩემი სამინისტროში მისვლის პირველივე დღიდან იმართება კონსულტაციები და გვაქვს კონკრეტული ხედვა, გეგმა, როგორ უნდა უზრუნველვყოთ დევნილები. ის პრიორიტეტები, რაც გვაქვს დასახული მომდევნო სამი წლის განმავლობაში 13 ათასი ოჯახს უზრუნველვყოთ ბინით, ზუსტად ვიცით, როგორ გავაკეთოთ ეს, რა გეგმებს უნდა მივყვეთ. პერიოდულად დევნილებს ეცოდინებათ ამ პროცესის მიმდინარეობის სტატუსი. დათქმულ ვადებში ამ პირობებს შევასრულებთ", - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.
ტრაგედია დევნილთა დასახლებაში გუშინ მოხდა. ხელისუფლების უყურადღებობის გამო, 52 წლის კაცმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ამ ქმედებით კი შეეცადა, მთავრობის ყურადღება მიექცია პრობლემაზე, რომელზე რეაგირებასაც ათეულობით ოჯახი თვეებია ითხოვს.
სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილები ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ, რადგან შენობა სადაც ისინი წლებია ცხოვრობენ ინგრევა და იქ ყოველი შემდეგი დღე სიცოცხლისთვის სახიფათოა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA