Babajana PC Repair MAX  
წყარო: ipn.ge, 14 ნოე 2013, ნახვები: 1641, კომენტარი: 0
http://i.imgur.com/8ELA3wo.jpg
photo © ipn.ge  
ჟურნალისტი ემა გოგოხია თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას, მთავარი პროკურორის მოადგილეს ლაშა ნაცვლიშვილს და ორ მაღალჩინოსანს კახა ჩიხრაძესა და გელა კვანტალიანს ზეწოლაში ადანაშაულებს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ემა გოგოხიამ განაცხადა, მასზე აღნიშნულმა პირებმა ზეწოლა განახორციელეს, ისინი მისგან ითხოვდნენ საჯაროდ ეთქვა ტყუილი, რომ 2008 წლის 21 მაისს, ხურჩაში ე.წ. ტერაქტი მოახდინეს არა აფხაზებმა, არამედ ქართველებმა.
"მე შევეცდები სიზუსტით გადმოვცე ლაშა ნაცვლიშვილის სიტყვები: "ემა, შენ ეს ფაქტი "გაგვიპრავე". შენ ხარ ჟურნალისტი, აქტიურად აშუქებდი რუსების თემას და ბოლო დროის ყველა მოვლენას. ამიტომ სანდოობა საზოგადოების იქნება მაღალი, ასევე საქმისთვის თქვენი ჩვენება იქნება სარწმუნო, დამაჯერებელი, ეფექტიანი". ასევე შევეცდები გადმოვცე ალასანიას სიტყვები: "ემა, შენ იმ ხელისუფლებაში ძალიან ბევრი ირბინე, სათანადოდ არასდროს დაფასებულხარ. დღეს ყველა თავის გადარჩენაზე ფიქრობს, დაგვიდექი ამ საქმის გახსნაში თქვენი აღიარებითი ჩვენებით გვერდით, გაგიშვებთ რუსეთში, გექნება ბიზნესი, იქნები უზრუნველყოფილი და ჩამოგიყვანთ თანამდებობაზე", - აღნიშნა ჟურნალისტმა.
ემა გოგოხიას ინფორმაციით, მასთან საუბარი თბილისში, ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში მოხდა. საქმის ერთ-ერთი მოწმე კი მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს.
რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა მას, ზეწოლის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ჟურნალისტი ამას არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ ყველაფერს სასამართლოზე იტყვის და სიმართლესაც დაამტკიცებს.
ემა გოგოხიას ინფორმაციით, კახა ჩიხრაძე სავარაუდოდ, სამხედრო პოლიციის თანამშრომელია, ხოლო გელა კვანტალიანი სავარაუდოდ, კონტრდაზვერვის.
ხურჩაში 21 მაისს მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით რამდენიმე პირია დაკავებული.


Полужирный დახრილი ტექსტი Подчеркнутый текст Зачеркнутый текст | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა Преобразовать выбранный текст из транслитерации в кириллицу Вставка спойлера
ქართული კლავიატურა
 

ადვოკატი ლევან ნათალიშვილი

ემიგრაცია, კრიმინალი, საოჯახო

212 791 7500

ცხელი ხინკალი ადგილზე მიტანით

Union County (New Jersey)
ვიღებ შეკვეთებს

862 668 6628


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Shopping Express

Shopping Express

ამანათების გზავნილები ამერიკიდან

267 342 0929 | 215 397 3800


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141

რეკლამა       Since March 26 2005