31/12/211 999 ნახვა წყარო: radiotavisupleba.geფოტო: radiotavisupleba.ge

პუტინმა ბაიდენთან საუბრისას "უსერიოზულესი შეცდომა" უწოდა შესაძლო სანქციებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთობლივი მუშაობის შედეგი უნდა იყოს მყარი სამართლებრივი გარანტიები, რათა გამოირიცხოს აღმოსავლეთისკენ ნატოს წინსვლა და რუსეთის საზღვრების უშუალო სიახლოვეს შეიარაღების განთავსება. ამის შესახებ საუბარია პრესრელიზში, რომელიც კრემლმა გამოაქვეყნა რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის 30 დეკემბერს გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ.
კრემლის თანახმად, „აქცენტირებული იყო, რომ თითოეული ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ უსაფრთხოების განუყოფელობის პრინციპის მკაცრად დაცვის საფუძველზე“.
პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას და ასევე, იმას, რომ ვაშინგტონს არ აქვს უკრაინის ტერიტორიაზე დამრტყმელი, შეტევითი შეიარაღების განთავსების განზრახვა.
კრემლის ცნობითვე, რუსულმა მხარემ ამომწურავი პასუხი გასცა ბაიდენის მიერ ისევ ნახსენებ, მასშტაბური სანქციების ვარიანტს უკრაინის გარშემო სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში. კრემლის ოფიციალური შეტყობინების მიხედვით, პუტინმა ბაიდენს უთხრა, რომ ეს იქნება "უსერიოზულესი შეცდომა", რომელიც რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს ფაქტობრივად, სრულად გაწყვეტით ემუქრება.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY