Main Page მთავარი News ამბები Video ვიდეო TV ტელევიზია TV გადაცემები jokes ანეგდოტები Real Estate in Georgia უძრავი ქონება game თამაში Directory დირექტორია Photo ფოტო Radio რადიო
Babajana Theater MAX Maya Beridze

გიორგი მარგველაშვილი - ხვალ, მთელი საქართველო იქნება იქ, სადაც ჩვენი ქვეყნის მომავალი იძერწება

წყარო: ipn.ge, 26 ოქტ 2013, ნახვები: 1195, კომენტარი: 0
http://i.imgur.com/85UdrA9.jpg
photo © ipn.ge  

"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ამომრჩევლებს 27 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.
როგორც მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხვალ უნდა შეიქმნას საქართველოს მომავალი.
"დღეს თითოეულ მოქალაქეს ეძლევა ძალა განაპირობოს ის ისტორიული არჩევანი, რომელიც მას, მის ოჯახს მისცემს შესაძლებლობას და სწორ განვითარებას, რომელიც ქვეყანას დააყენებს სწორი განვითარების გზით. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე. ჩვენ ყველანი სწორედ რომ თავისუფალი ქვეყნის შვილები ვქმნით მომავალს ქვეყნისას. ჩვენი წინაპრები მრავალი საუკუნის განმავლობაში სწორედ ამისთვის იბრძოდნენ, რომ ბედი საქართველოს განვითარებისა, ჩვენი ქვეყნის მომავლის, ყოფილიყო საქართველოს მოქალაქეების ხელში. ამისთვის თაობები გმირობებს ჩადიდნენ. ამისთვის ბევრი საუკეთესო ჩვენი თანამემამულე სიცოცხლეს წირავდა. დღეს იქმნება და იძერწება ჩვენი ქვეყნის მომავალი. ამდენად მოგიწოდებთ, რომ არავინ არ დაიზაროთ, უნდა გამოხვიდეთ თქვენი სახლიდან, მიბრძანდეთ საარჩევნო უბანში და შექმნათ ის მომავალი, რომელიც თქვენ მიგაჩნიათ, რომ არის სწორი. არ შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ეს მისი საქმე არ არის. როდესაც მოქალაქეები იღებენ ვალდებულებას, აკეთებენ არჩევანს და ავალდებულებენ პოლიტიკურ ძალებს, რომ ემსახურონ მათ ისე, როგორც მათ მიაჩნიათ საჭიროდ. მოგიწოდებთ იყოთ აქტიურები, არ დაიზაროთ, აიღოთ ეს დიდი პასუხსიმგებლობაც და ვალდებულებაც, გამოიყენოთ შანსი და შექმნათ სწორი მომავალი ჩვენი ქვეყნის. ხვალ, იმედი მაქვს, მთელი საქართველო იქნება იქ, სადაც იძერწება ჩვენი ქვეყნის მომავალი", - განაცხდა მარგველაშვილმა.



ინფორმაცია
Guest ჯგუფში მყოფ მომხმარებელს არ შეუძლია კომენტარის დამატება.


ღია წერილი საქართველოს მთავრობას! (რამდენიმე მოსაზრება და რჩევა ამერიკიდან)

დირექტორია  

ადვოკატი ლევან ნათალიშვილი

ემიგრაცია, კრიმინალი, საოჯახო

212 791 7500


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Zhana

ჟანა მჭედლიშვილი

პერსონალური და ბიზნესის ტაქსების მომზადება

404-644-0993


Shopping Express

ამანათების გზავნილები ამერიკიდან

267 342 0929 | 215 397 3800


Vaja Ioramashvili

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


გამოკითხვა  

აფიშა  







ანეგდოტი  

 
    რეკლამა         Since March 26 2005