Babajana LOGO

რუსთავის მე-17 კოლონიაში ბუნტია, გამოკეტილი ყავს დაცვა პატიმრებს - ნიკა გვარამია

14 ოქტომბერი 2021 10:21ნახვები 677წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია Facebook-ზე წერს, რომ რუსთავის სასჯელაღსრულების მე-17 კოლონიაში ბუნტია:
"დაიწყეს ყველაფრის დახშობა. შესაძლებლობის ზღვარზე ვმუშაობთ.
ამასობაში, ჩვენი ინფორმაციით, რუსთავის მე-17 კოლონიაში ბუნტია და გამოკეტილი ყავს დაცვა პატიმრებს",-წერს ნიკა გვარამია Facebook-ზე.
ცნობისთვის, ცოტა  ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსთავის მე-17 პენიტენციური დაწესებულების სასადილოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ დაწესებულებაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოები მიმდინარეობს და ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 6 ეკიპაჟი და 11 სახანძრო მანქანაა მობილიზებული.
პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

MAX Chania
Georgian Bread
GWK