Babajana LOGO

სამტრედიასთან კოლონას გზა გადაუკეტეს, 30 კაცია ცოცხებით - ანი წითლიძე

14 ოქტომბერი 2021 03:35ნახვები 272წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანი წითლიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად თბილისისკენ დაძრული კოლონა სამტრედიასთან გააჩერეს. ადგილზე სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" აქტივისტები არიან მობილიზებულები. 
"სამტედიასთან გააჩერეს კოლონები. გზა გადაგვიკეეტეს. 30 კაცია ცოცხებით მათ შორის ზუგდიდის საკრებულოს წევრები თაზო ფაცაცია, ედიტა კოდუა და ზაზა პროკოპენკო", - წერს ანი წითლიძე. 
"მთავარი არხის" ინფორმაციით, შეფერხების შემდეგ ამ დროისთვის კოლონამ მოძრაობის გაგრძელება შეძლო. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

MAX Chania
Georgian Bread
GWK