Babajana LOGO

#თავისუფლებამიშას - თბილისში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

14 ოქტომბერი 2021 03:18ნახვები 130წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
#თავისუფლებამიშას - ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია დღეს, 14 ოქტომბერს თბილისში გაიმართება. აქცია თავისუფლების მოედანზე 18:00 საათზე დაიწყება. 
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია სწორედ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარდება. 
ენმ 14 ოქტომბრის აქციაზე დასასწრებად რაიონებიდან მოსახლეობის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს
ჩვენ აუცილებლად ძალიან ბევრნი უნდა შევიკრიბოთ თბილისში 14 ოქტომბერს 18:00 საათზე. იმდენი უნდა შევკრიბოთ, რომ არასდროს ჯერ განვლილი 10 წლის განმავლობაში არ შევკრებილვართ.ჩვენი, ცალკე აღებული ნაციონალური მოძრაობის სურვილი კი არა, ვალია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყოს იქ, სადაც მისი ადგილი არ არის. მაგრამ ეს არის აბსოლუტურად ღია აქცია და ვეპატიჟებით ყველას დიდი სიამოვნებით, რომ მთელმა მსოფლიომ და საერთაშორისო საზოგადოებამ გაიგოს, რომ ასე არ არის ბიძინა ივანიშვილი, რომ ვისაც გინდა ჩასვამ დაიჭერ და შენი ბინძური პროპაგანდით ტვინს გამოურეცხავ, - თქვა პარტიის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა ნიკა მელიამ აქციის დაანონსებისას. 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

MAX Chania
Georgian Bread
GWK