Babajana LOGO

ვაფრთხილებ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელმაც პირველ ტურზე ჩაკეტა რიკოთი, ხელი არ შეუშალოს კოლონებს - დეკანოიძე

13 ოქტომბერი 2021 11:25ნახვები 835წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
გაერთიანებული ოპოზიციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი და ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე მიმართავს, ადგილობრივ ხელისუფლებას რომ ხელი არ შეუშალონ იმ კოლონებს, რომლებიც დასავლეთ საქართველოდან ხვალ, თბილისისკენ დაიძრებიან
ვაფრთხილებ ადგილობრივ ხელისუფლებას, ვაფრთხილებ ყველა იმ ადამიანს რომელმაც გაბედა და პირველ ტურზე ჩაკეტა რიკოთის უღელტეხილი, რომ ხელი არ შეუშალოს იმ კოლონებს, რომლებიც  წავა. დასავლეთ საქართველოდან უამრავ ადამიანს სურს წასვლა - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
მესამე პრეზიდენტის პოლიტიკურ პატიმრობას  მოქალაქეები 14 ოქტომბერს გააპროტესტებენ. 18:00 საათზე თავისუფლების მოედანზე აქციაა დაანონსებული.  დედაქალაქისკენ ავტოკოლონები ქვეყნის ყველა რეგიონიდან წამოვლენ

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

MAX Chania
Georgian Bread
GWK