Babajana LOGO

ბევრი ევროპარლამენტარი ჩემის აზრით, უღირსია - ზარქუა

13 ოქტომბერი 2021 07:17ნახვები 656წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
ირაკლი ზარქუა მაიკლ გალერის ინტერვიუს ეხმაურება, რომელიც მან "ამერიკის ხმას" მისცა სუს-ის მოსმენებთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ბევრი ევროპარლამენტარი "უღირსია": 
"უცხო ქვეყნის მოქალაქე როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს, ეს არის სხვა, მეორე ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. ეს თუ არ ვცდები, სახალხო პარტიის [EPP] თავმჯდომარეა, რომლის წევრიცაა ენმ. ჩვენთვის საინტერესოა იმ ადამიანების აზრი, რომლებიც ქვეყნის მეგობრები არიან და არა ნაციონალური მოძრაობის. ბევრი ევროპარლამენტარია, რომელიც ჩემის აზრით, უღირისია" - ამბობს "ოცნების" დეპუტატი ზარქუა.
ფუნქციონირებად დემოკრატიულ ქვეყანაში ვიხილავდით, რომ შესაბამისი მინისტრი აიღებდა პასუხისმგებლობას და გადადგებოდა, თუმცა, ალბათ, ის თავად იყო, ვინც მოსმენების ბრძანება გასცა - აცხადებს მაიკლ გალერი სუს-ის ფაილების კომენტირებისას.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

MAX Chania
Georgian Bread
GWK