13/10/211 041 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

თუ მიხეილ სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და არა პრემიერის - იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მისი საპატიმროში ყოფნა, არადემოკრატიული პროცესის მაჩვენებელია. ის პრემიერის მუქარასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და არა პრემიერის. 
ევროპარლამენტარს კითხვები აქვს იმ ბრალდებებთანაც, რაც მესამე პრეზიდენტს წაუყენეს. 
"ნათელია, რომ ეს არ არის ძალიან დემოკრატიული სიტუაცია, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია. ასეთი ტიპის ბრალდებებიც [რაც სააკაშვილს აქვს წაყენებული], ხშირად არ გვესმის ხოლმე. ალბათ, ნებისმიერი პრეზიდენტის "დადანაშაულება" შეიძლება იმაში, რომ სტუმრებისთვის ლანჩისა და სადილისთვის გარკვეული თანხა დახარჯა. როგორც ვხვდები, ბრალდებამ ესეც დაითვალა.
რა თქმა უნდა, სხვაგანაც ხდება, წინა მთავრობის წარმომადგენლებისთვის ბრალის წაყენება. მაგრამ მეორეს მხრივ, საქართველოში რევანშიზმის და ყოფილი მეტოქეებისადმი ასეთი ბრალდებების წაყენების ტრადიციაა და ეს ძალიან ცუდ მესიჯს აგზავნის ევროპაში. სააკაშვილმა ძალიან ბევრი გააკეთა ქვეყნის რეფორმირებისთვის და პრემიერ ღარიბაშვილისგან იმის მოსმენა, რომ ვარდების რევოლუცია ცუდი ყოფილა, ჩემთვის ნამდვილად შოკი იყო. გავოცდი, როდესაც მოვისმინე, რომ ქვეყნის დემოკრატიზაცია, არასწორი ნაბიჯი, ან რამე მსგავსი იყო", - თქვა რასა იუკნევიჩიენემ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.
მისი თქმით, ღარიბაშვილის განცხადება აჩენს ეჭვს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე პოლიტიკურია, თუმცა ეს ეჭვები მანამდეც არსებობდა:
"ეს აჩენს იმის ეჭვს, რომ საქმე უკვე პოლიტიკურია. აქამდეც გვქონდა ეჭვები და ახლა, პრემიერის საქციელი, ნამდვილად არ შეესაბამება ევროპასთან ასოცირებული ქვეყნის საქციელს. როდესაც პრემიერი ასე საუბრობს, ამაში არაფერი ევროპული არ არის. თუ არსებობს რაიმე ბრალდებები, ან კრიმინალური დარღვევები, რაც მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა, მაშინ ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და არა პრემიერის. ასე რომ ეს პრობლემური საკითხია და კითხვას აჩენს ქართული სასამართლოსადმი - არის თუ არა ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე კი ფიქრიც კი წარმოუდგენელია ევროპული ოჯახის წევრობაზე", - თქვა ევროპარლამენტარმა. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY