Babajana LOGO

ღარიბაშვილმა წამოიწყო ეს საქმე, ყველა კოზირი ხელში აქვს - ივერი მელაშვილი საქმის განახლებაზე

13 ოქტომბერი 2021 05:04ნახვები 276წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
დღეს, საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრაფების საქმე განახლდება - მიზეზი მოსამართლის ცვლილებაა. სხდომაზე მოწმეები ხელახლა გამოიკითხებიან, თუმცა კონკრეტულად ვინ, ჯერ უცნობია. ბრალდებული ივერი მელაშვილი ამბობს, რომ დიდ შედეგს არ ელის.
"არაფერი არაა გამორიცხული, მე ეს მინდა ვთქვა, იმიტომ, რომ პრინციპში, საქმე სუფთა ტექნიკური თვალსაზრისით, ყველა ბრალეულობა რაც შიგნითაა მოხსენიებული, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. შედეგობრივად რაღაც დიდ შედეგს ველი - არა, იმიტომ, რომ ღარიბაშვილმა წამოიწყო ეს საქმე, მაშინ თავდაცვის მინისტრი იყო, ახლა პრემიერია, ყველა კოზირი ხელში აქვს და მეტი გავლენაც შეუძლია იქონიოს", - თქვა ივერი მელაშვილმა. 
ადვოკატ, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, მათთვის ზუსტად ცნობილი არაა რა მიზეზით შეიცვალა მოსამართლე. მისივე განმარტებით, ახლა ხელახლა გამოიკვლევენ ყველა მტკიცებულებას, მათ შორის დაიკითხებიან ის მოწმეებიც, რომლებიც წარსულში გამოკითხეს.
პროცესი 2 საათზეა ჩანიშნული, მოსამართლე კი ნინო ნაჭყებია იქნება.
ცნობისთვის, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ბრალდებულებს სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას საქართველოს საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. 28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

MAX Chania
Georgian Bread
GWK