24/09/211 293 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

კრამერი "ოცნებაზე": თუ მოვლენები არასწორად განვითარდება, შესაძლოა სანქციები დავაწესოთ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება და ამბობს, რომ არსებობს რისკი კიდევ ერთი ძალიან სადავო არჩევნების ჩატარებაზე. 
მისი თქმით, ივანიშვილის სახელმწიფო მიტაცეული აქვს და მოვლენებს როგორც ჩანს კულისებიდან მართავს. კრამერი არ გამორიცხავს, რომ თუ მოვლენები არასწორი მიმართულებით განვითარდება პერსონალური სანქციები გამოიყენონ.
"ძალიან მაწუხებს ის, თუ საით მიემართება საქართველო "ქართული ოცნების" მთავრობის მმართველობის ქვეშ, ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ.  ჩემი აზრით ის არასწორი მიმართულითებით მიდის. ჩვენ ვიხილეთ აშშ-ს საელჩოს უპრეცედენტო განცხადება, რომელშიც საელჩომ დაგმო ძალადობა, როგორც ჩანს პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები, რომლებიც დმანისსა და რუსთავში მოხდა.
ძალიან მაწუხებს, რომ ის რასაც აქ ვხედავთ არის სახელმწიფოს მოტაცება და მზარდი გავლენა ინდივიდისა, რომელიც აღარ არის არჩეული თანამდებობის პირი. ვსაუბრობ ბატონ ივანიშვილზე, რომელიც როგორც ჩანს კულისებიდან მართავს მოვლენებს.
ჩემი გაფრთხილება მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ამერიკა არასროს დააწესებს სანქციებს, პლახოტნუკიც იმავეს ფიქრობდა მოლდოვაში, კოლუმოისკი უკრაინაში, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ მოვლენები არასწორი მიმართულებთ ვითარდება, შესაძლოა საკმაოდ ძლიერი სიგნალი გავაგზავნოთ წერტილოვანი სანქციების დაწესებით.
არსებობს რისკი, რომ ჩატარდეს კიდევ ერთი ძალიან სადავო არჩევნები, საქართველო დგას რისკის წინაშე სერიოზულად დააზიანოს ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანების მისწრაფებები", - თქვა კრამერმა.
მან მარგარეტ ტეტჩერის ცენტრის მიერ ორგანიზებულ სემინარზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ჩანაწერებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საზოგადოებაზე დაკვირვების მასობრივი კამპანია - სკანდლია.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY