Babajana LOGO

რუსეთის დუმის არჩევნებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებიც მონაწილეობენ - საგარეო

20 სექტემბერი 2021 16:17ნახვები 429წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის დუმის არჩევნებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებიც მონაწილეობენ და ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების 20-მდე უბანი სწორედ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაიხსნა.
"ფაქტი, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა რუსეთის სახელმწიფო დუმაში - რუსულ პარტიებთან ერთად - ვორონეჟის, ლენინგრადის, სამარის ოლქებისა და იმიერბაიკალეთის მხარის მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევს, ნათლად მიუთითებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმდინარე პროცესზე", - აცხადებენ უწყებაში.
უწყებაში განმარტავენ, რომ საქართველოს მოქალაქეების რუსეთის დუმის არჩევნებში მონაწილეობა მათი იძულებითი პასპორტიზაციის შედეგია, თუმცა აღნიშნავენ, რომ ეს ქმედება უკანონოა.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებულის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას და უკან წაიღოს გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ", - წერია უწყების განცხადებაში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

MAX Chania
Georgian Bread
GWK