19/09/211 231 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

აღსარებაზე მისულები, ქალები, რომლებიც აბორტს იკეთებენ - ვის, სად და როგორ უსმენს სუსი

ვის, სად და როგორ უსმენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური? სუსის საიდუმლო ფაილების გავრცელების შემდეგ ჩვენ დაგვიკავშირდა პიროვნება, რომელსაც წლების განმავლობაში უშუალო შეხება ჰქონდა ამ სტრუქტურასთან, მუშაობდა იქ და დეტალურად იცის, როგორ ხდება მოსახლეობის ტოტალური მოსმენა. 
ის ადასტურებს, რომ გაჟონილი ფაილები ეკლესიის თემაზე მომუშავე დეპარტამენტისგან წარმოებული ტოტალური მოსმენების შედეგია, შესაბამისად, მხოლოდ ზღვაში წვეთია უზარმაზარი მოცულობის უკანონო და ამორალური საქმიანობის, რომელსაც სუსი ეწევა. 
ეკლესიაზე მომუშავე განყოფილების გარდა, არსებობს უამრავი სხვა სპეციალიზებული დეპარტამენტი, რომლებსაც საზოგადოების სხვა სეგმენტები აქვს ჩაბარებული - მაგალითად, პოლიტიკოსებზე მიყურადების დეპარტამენტი, თანაც ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიისთვის ცალცალკე, მათ შორის უსმენენ "ქართულ ოცნებასაც"; უსმენენ მთავრობასაც და პარლამენტსაც; ჟურნალისტებისა და მედიისთვის ცალკე დეპარტამენტია; ბიზნესმენებისთვის ცალკე; დიპლომატებისთვისაც ცალკე და ა.შ. 
არსებობს ისეთი განყოფილებაც კი, რომელსაც აბორტების დეპარტამენტს ეძახიან, სადაც უთვალთვალებენ ქალებს, რომლებიც ნაყოფს იშორებენ - ხშირად, არასასურველი ბავშვი ოჯახს მიღმა არსებული და დასამალი ინტიმური ურთიერთობის შედეგია. ამიტომაც აინტერესებს ეს სუსს - ვინ ვის ბავშვს იშორებს და ვინ ვისთან ურთიერთობას მალავს. 
უსმენენ ექიმებს, რომ მათი პაციენტების პრობლემები იცოდნენ. უსმენენ ფსიქოლოგებთან მიმდინარე კონსულტაციებს, სადაც ადამიანები თავისი ცხოვრების ყველაზე დაფარულ და ბნელ მხარეებს ამჟღავნებენ. უსმენენ საეკლესიო აღსარებებს - დიახ, თქვენ ნახავთ, როგორ უსმენენ მღვდელთან აღსარებაზე მისულ მრევლის წევრებს. და კიდევ უფრო საგანგაშო - აღსარების შინაარსის გამჟღავნებაში, ზოგჯერ, თვითონ აგენტი-მღვდლები იღებენ მონაწილეობას, რომლებიც ანგარიშს აბარებენ სუსს. 


share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY