19/09/211 150 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მეუფე შიო - ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, როდესაც აღწევენ გარკვეულ ძალაუფლებას, შეუძლიათ ყველაფერი მართონ ,

ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, როდესაც აღწევენ გარკვეულ ძლევამოსილებას, ძალაუფლებას, სამეცნიერო თუ ტექნოლოგიურ წარმატებას, რომ შეუძლიათ, ყველაფერი, მთელი სამყარო მართონ - გვავიწყდება, რომ ჩვენ მხოლოდ მუშაკები ვართ, ღმერთის მიერ დადგენილი მუშაკები, როგორც სახლის დროებითი მმართველები, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცადა.
როგორც მან აღნიშნა, რაც უნდა დიდ თანამდებობას მიაღწიოს ადამიანმა, საეროს თუ საეკლესიოს, არ აქვს მნიშვნელობა, იგი მაინც არის მუშაკი, ღვთისგან დადგენილი და არა ბატონ-პატრონი.
მეუფე შიომ ქადაგებისას სახარებაში წარმოდგენილი იგავის შესახებ ისაუბრა:
“ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, კვირა დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს ჩვენ და მთელ საქართველოს მისი დალოცვა.
დღეს წმინდა სახარებაში წარმოდგენილია იგავი ბოროტ მევენახეებზე, რომლებიც აღმოჩნდნენ მოღალატენი. უფალი იესო ქრისტე ამ იგავს ეტყვის ისრაელის მთავრებსა და მღვდელმთავრებს. ყველა იგავს აქვს ხოლმე არაერთი განმარტების შრე. ამ იგავის განმარტების პირველი შრე, რა თქმა უნდა, ეს არის ისრაელის ისტორია, მაგრამ ეს არ ეხება მარტო ებრაელ ერს, არამედ ყველა ხალხს, საერთოდ, კაცობრიობას და ყოველ ადამიანს. ეს არის იგავი ღმერთის წინაშე ჩვენს უმადურობაზე იმ სიყვარულის, იმ სასწაულებისა და სიკეთის სანაცვლოდ, რომელთაც უფალი გვიკეთებს ჩვენ და გაუკეთებია ჩვენს გულქვაობაზე, ჩვენს უგრძნობლობაზე, ჩვენს უმადურობაზე, რასაც ჩვენ ვიჩენთ, იმიტომ რომ უფრო მეტად ვფიქრობთ ჩვენს თავზე, ვიდრე იმაზე, თუ რა უხარია, რა სურს ღმერთს და კიდევ უფრო ნაკლებად ვფიქრობთ მოყვასზე.
ეს მევენახეები უარს ამბობენ, რომ ვენახის პატრონს, ბატონს, მფლობელს, დაუბრუნონ, მისცენ ნაყოფი. ბატონი აგზავნის თავის მსახურებს, რომ ეს ნაყოფი წამოიღონ, მაგრამ ზოგიერთ მათგანს სცემენ, ზოგს ქვით ჩაქოლავენ, ზოგს კლავენ. ბოლოს ბატონი თავის შვილს, თავის ძეს აგზავნის იმ იმედით, რომ შვილის შერცხვებათ, მაგრამ მისი შვილის მოკვდინებასაც გადაწყვეტენ. აი, ასეთი იგავია. იგავი იმაზეა, რომ ღმერთმა შექმნა ეს სამყარო, „გარეშეზღუდა“ ის; შესანიშნავად არის აღწერილი, რომ ზღუდე შემოავლო, საწნახელიც გაამზადა იქ. ეს ზღუდე არის უფლის განგებულება, მისი მფარველობა, მისი მმართველობა. უფალმა ეს სამყარო იმისთვის შექმნა, რომ ის იყოს სამეფო სიყვარულისა, სამეფო სიხარულისა, ურთიერთობისა და რწმენისა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რას დაამსგავსეს ადამიანებმა ის. შეიძლება ჩვენს თავსაც მივაწეროთ ეს, რას დავამსგავსეთ აი, ეს კეთილი ვენახი, უფლის მიერ ბოძებული სამყარო რას დაემსგავსა დღეს. ეს არის ადგილი, სადაც სიცოცხლე უკვე სახიფათო და საშიში გახდა. იღვრება სისხლი და ადგილი აქვს ისეთ საქციელებს, ისეთ სისასტიკეს, ისეთ არაადამიანობას. აი, ამ ყველაფერზე მოგვითხრობს ეს იგავი, რომ საუკუნეების განმავლობაში უფალი აგზავნიდა თავის მოციქულებს, წინასწარმეტყველებს, პატრიარქებს, იოანე ნათლისმცემელს, წმინდა მამებს და სხვებს, ისინი გვახსენებდნენ, რომ ეს ყველაფერი სიყვარულისთვის არის შექმნილი, მაგრამ ზუსტად, როგორც იგავშია, ზოგი სცემეს, ზოგი ქვით ჩაქოლეს, ზოგს არ დაუჯერეს, ზოგი მოკლეს. ისევ ვიმეორებ, ეს ყველაფერი ჩვენს თავსაც უნდა მივაწეროთ, იმიტომ რომ აქ არ არის მხოლოდ ებრაელებზე საუბარი, არამედ ყველაფერი, რაც მოცემული გვაქვს ამ ცხოვრებაში, ეს იქნება მსოფლიო მასშტაბით თუ ერის მასშტაბით, ჩვენი პირადული მასშტაბით, ეს ყველაფერი ამას ეხება; ჩვენი ოჯახიც, ჩვენი შვილებიც, ჩვენი ინტელექტიც, გონებაც, სულიც, გულიც, ყველაფერი ეს არის ის ვენახი, რომელიც უფალმა გვიბოძა და რომლის ნაყოფსაც ელოდება ჩვენგან.
რით ვპასუხობთ ჩვენ? განა მადლიერებით ვპასუხობთ? შეიძლება ზოგჯერ სიტყვიერად რაღაც წამოგვცდეს და ამით შემოვიფარგლებით ხოლმე, იმიტომ, რომ, ვიმეორებ, ადამიანი უმეტესად ფიქრობს იმაზე, რომ თვითონ დაადგინოს, რა არის კარგი და რა არის ცუდი, რა არის კეთილი და რა არის ბოროტი, რა არის მისაღები და რა - არა, და არა ის, რასაც მიიჩნევს ასეთად ღმერთი.
შემდეგ უფალი იესო ქრისტე ჰკითხავს თავის მსენელებს, როგორ ფიქრობთ, რას უზამს ეს ვენახის პატრონი ამ ბოროტ მევენახეებს ამ ყველაფრის გამოო. ისინი პასუხობენ: „ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდენ“, ანუ სიკვდილით დასჯის, დახოცავს მათ, ვენახს კი წაართმევს და მისცემს სხვა მევენახეებსო. შემდეგ თავად უფალი იესო ქრისტე განმარტავს და ამბობს ცნობილ სიტყვებს: „ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა“. ანუ ქვაკუთხედ ლოდად იქმნა. თქვენ იცით, რას ნიშნავს ქვაკუთხედი ლოდი. ეს არის ლოდი, კედლებს რომ აერთიანებს საძირკველში, აი, ეს არის თავკიდური ლოდი. „ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა“
უფალი ასევე ამბობს, რომ ვინც ამ ლოდზე დაეცემა, ის დაიმტვრევა, ხოლო ვისაც ეს ლოდი დეცემა, ის დაიღუპებაო. თავად უფალი განმარტავს ამ იგავს. ვის გულისხმობს ამ ლოდში? - ამ ვენახის პატრონს. ვინ არის ვენახის პატრონი? - თავად უფალი იესო ქრისტე, თავის თავს გულისხმობს, რომ ვინც ამ ლოდს დაეჯახება, ის დაიმსხვრევა, ვისაც ეს დაეცემა, ის დაიღუპებაო. იმიტომ, რომ ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, როდესაც აღწევენ გარკვეულ ძლევამოსილებას, ძალაუფლებას, სამეცნიერო თუ ტექნოლოგიურ წარმატებას, რომ შეუძლიათ, ყველაფერი, მთელი სამყარო მართონ. ჩვენც ასე ვფიქრობთ, რომ ჩვენია ყველაფერი, ჩვენ ვფლობთ, ჩვენ ვართ ბატონ-პარონნი და გვავიწყდება, რომ ჩვენ მხოლოდ მუშაკები ვართ, ღმერთის მიერ დადგენილი მუშაკები, როგორც სახლის დროებითი მმართველები. რაც უნდა დიდ თანამდებობას მიაღწიოს ადამიანმა, საეროს თუ საეკლესიოს, არ აქვს მნიშვნელობა, იგი მაინც არის მუშაკი, ღვთისგან დადგენილი და არა ბატონ-პატრონი.
და ის წინასწარმეტყველები, ის წარგზავნილები, რომლებზეც საუბრობს დღეს უფალი, ამას გვახსენებდნენ, რომ შენ არ ხარ ბოტონი ამ ყველაფრისა, ეს უნდა გახსოვდეს. ამიტომაც ხოცავდნენ მათ და დღესაც ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი გრძელდება. თუ ადამიანი ამას გააცნობიერებს, რაოდენ დიდი ღირსებაა, როდესაც შენ ხარ არა უბრალოდ მუშაკი, არამედ თანამუშაკად გხდის ღმერთი თავის შესანიშნავ ვენახში, როცა ჩვენ ამას გავაცნობიერებთ, მაშინ უკვე ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას ღვთისა და ადამიანების წინაშე. ასეთ შემთხვევაში მრავალი პრობლემა, რომლებიც მსოფლიოს წინაშე დგას, რომლებიც თუნდაც ჩვენი ერის წინაშე დგას და როგორც სიმსივნე, ისეა მოდებული, - ეს ყველაფერი მოგვარდება. თუ ამ აზროვნებას შევიცვლით ჩვენ, ისევე როგორც ეს ნათქვამია დღეს წაკითხულ სახარებაში.
აი, ამაზე გვაფიქრებს, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს უფალი იესო ქრისტე თავისი სახარებით და ჩვენ უნდა დავსვათ ეს შეკითხვები: მე ხომ არ ვარ ის ბოროტი მევენახე, მეც ხომ არ ვარ ის ადამიანი, ვის ცხოვრებაშიც შემოდის იესო ქრისტე, რომ მომთხოვოს ამ ვენახის ნაყოფი, როგორც კეთილი ღვინო? გახსოვთ, უფალი თავად ამბობს საკუთარ თავზე: „მე ვარ ვენახი ჭეშმარიტი“. ვენახს ადარებს თავს, ჩვენ კი უარს ვეუნებით: არა, წადი ჩვენგან, ჩვენი ცხოვრებიდან. ვიშორებთ, უარს ვეუბნებით მას.
აი, ეს კითხვა უნდა დავსვათ დღეს და ასევე შემდეგი შეკითხვა: სად არს ჩვენი მადლიერება ღვთის მიმართ? გამოვხატავ, ვავლენ მე ამ მადლიერებას? მხოლოდ სიტყვით ვავლენ, თუ ჩემი საქმითაც და ჩემი ცხოვრებითაც, ვავლენ თუ არა მე ამ მადლიერებას?
ამრიგად, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ჩვენ შეიძლება ახლიდან დავიწყოთ ცხოვრება, როგორც ყოველთვის; მოვინანიოთ, ვცადოთ, ახლიდან დავიწყოთ ცხოვრება, რომ ასეთი კეთილი მევენახეები გავხდეთ და გამოვავლინოთ ჩვენი მადლიერება. რას ნიშნავს მადლიერება? ეს ნიშნავს, რომ სიხარული მიანიჭო ღმერთს, გაახარო შენი ქცევით, შენი აზროვნებით, შენი ცხოვრებით და ასევე გაახარო მოყვასი და გამოვიღოთ კეთილი ნაყოფი იმისგან, რაც დღეს სახარებაში მოვისმინეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტეს მიერ, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ”, - განაცხადა მეუფე შიომ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA