17/09/21799 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

რომან გოცირიძე - გახარია „ააგდეს“ პატარა ბავშვივით, გაიქცა, ანალიზი ჩაიტარა - როცა ბიძინას დასჭირდება, აქეთ გახარიას დასვამს, იქეთ კალაძეს და ორივეს აუწევს ყურს

გახარია „ააგდეს“ პატარა ბავშვივით, გაიქცა სადღაც, ანალიზი ჩაიტარა, მაგრამ რადგან ჩაიტარა, მიბაძონ - ისე გახარია და "ქართული ოცნებაც" ერთი მედლის ორი მხარეა, როცა ბიძინას დასჭირდება, ორივეს აუწევს ყურს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კობახიძის განცხადებას, რომელმაც გახარიას "კოკაინშიკი" უწოდა.
გოცირიძე სავარაუდო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მხრიდან გახარიას დადანაშაულებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ ჩანაწერები გახარიას გაკეთებული და გატანილია, პასუხისმგებელი ამაზე მთელი "ქართული ოცნებაა", რომლის პრემიერიც გახარია იყო.
"ამბობენ რომ გახარიამ იცოდა ამ ჩანაწერების შესახებ, ის აკეთებდა თუ მან გაავრცელაო, ანუ ამ 9 წელში პრემიერ- მინისტრები სჩადიოდნენ დანაშაულს და „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ ეს თურმე მათი პასუხისმგებლობის სფერო არ არის. თუ გახარია ამაში მონაწილეობდა, მთელი „ქართული ოცნება“ ამ დანაშაულის თანამონაწილე იყო და მაშინ "ქართული ოცნება" საერთოდ უნდა წავიდეს პოლიტიკური სარბიელიდან, რადგან არნახული ტოტალური თვალთვალის და მოსმენის მომსწრე ვართ დღეს. ყოფილი პრემიერ- მინისტრის დადანაშაულება პარტიის ლიდერების მიერ ნიშნავს, რომ მთელი სისტემა იყო დანაშაულის თანამონაწილე და ამ სისტემის ნაწილი თავს ვერ გაიმართლებს, რადგან ყველაფერი ერთი კაცის თავში იხარშებოდა და ყველაფერს მართავს ივანიშვილი, მათ შორის მართავდა გახარიას.
რაც შეეხება განცხადებას, რომ ის კოკაინის მომხმარებელია, კოკაინი ერთი წელი და მეტი რჩება ორგანიზმში, ახლა კალაძე წავიდეს და თმა ჩააბაროს და არა შარდი, რადგან შარდის ანალიზი შეიძლება გაყალბებულიც იყოს, ჩვენთან ექსპერტიზას რა ავტოროტეტი აქვს, ვიცით. გახარიაც „ააგდეს“ პატარა ბავშვივით, გაიქცა სადღაც, ანალიზი ჩაიტარა, მაგრამ რადგან ჩაიტარა, მიბაძონ. ამ ქვეყანაში არ არსებობს სამართალი და მკვდარია უდანაშაულობის პრეზუმფცია. ისე რომ არაფერია დადასტურებული, ადამიანს შეიძლება აჰკიდო ყველაფერი. ისე გახარია და "ქართული ოცნებაც" ერთი მედლის ორი მხარეა, როცა ბიძინას დასჭირდება, აქეთ გახარიას დასვამს, იქეთ კალაძეს და ორივეს აუწევს ყურს,"- განაცხადა გოცირიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY