15/09/21954 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

სუს-ის ფაილების მიხედვით, კალაძემ მორგოშიას უკანონო მშენებლობის ნებართვა მისცა და 300 000 დოლარით დაეხმარა

სუს-დან გამოჟონილი ფაილებიდან ირკვევა, რომ კახა კალაძე აფინანსებდა და სხვადასხვა ფორმით მხარს უჭერდა რადიკალურად განწყობილი ძალადობრივი ჯგუფების საქმიანობას.
ინფორმაციის მიხედვით, თბილისის მერმა მშენებლობის უკანონო ნებართვები მისცა კონსტანტინე მორგოშიას და "ალტერნატივა საქართველოს" დაახლოებით 300 000 დოლარით დაეხმარა.
საერთო ჩატში იწერებოდა, რომ სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, კახა კალაძემ კოკა მორგოშიასთვის უკანონო მშენებლობის ნებართვა ორჯერ გასცა. ირკვევა, რომ მორგოშია ნებართვის მისაღებად დედაქალაქის მერს შანტაჟს უწყობდა.
გარდა ამისა, ფაილების მიხედვით, ლევან ვასაძის პარტია, რომლის ერთ-ერთი ლიდერია მორგოშია, უნდა დაფინანსებულიყო კალაძისგან. სანდრო ბრეგაძე სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ კალაძემ "ალტ ინფოს" ერთ-ერთ დამფუძნებელ მორგოშიას 300 000 დოლარი მისცა. 
სუს-ის სკანდალურ ჩანაწერებზე სანდრო ბრეგაძე და დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობენ, რომ არ ახსოვთ, მათ შორის მსგავსი საუბარი შემდგარიყო. ხოლო კოკა მორგოშიას ის ამბობს, რომ ის, რაც ჩანაწერებში წერია სისულელეა. 
"არავინ არ მაფინანსებდა, არც არავისთან დაფინანსებაზე მიმიმართავს არასდროს. თუ ავთენტური არაა, საუბარს აზრი არ აქვს, თუ ავთენტურია, რაში დასჭირდა ბრეგაძეს ეს ტყუილი მე ვერ ვხვდები. მას უნდა ჰკითხოთ. თუ ბრეგაძე დაადასტურებს, რომ ეს მისი საუბარია, ჩემი სურვილია გაასაჯაროოს დოკუმენტები",- ამბობს მორგოშია.
ინფორმაციას "სისულელეს" უწოდებს კახა კალაძეც.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA