14/09/211 082 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"არჩევნები დამთავრდება და ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა" - ღარიბაშვილი სუს-ის ფარულ ჩანაწერებზე

"ეს არის მორიგი ბინძური პროვოკაცია" ​- ასე გამოეხმაურა პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების სავარაუდო მოსმენებს. 
კასპში, პარტიის მერობის კანდიდატის წარდგენისას ღარიბაშვილმა ისრები კვლავ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის მიმართულებით გადაისროლა და თქვა, რომ „მჩაგვრელი, ბოროტი ძალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანა იყო სწორედ მთავარი ინსტიტუციების დისკრედიტაცია“.
"ნაციონალური მოძრაობის და სააკაშვილის მჩაგვრელი, ბოროტი ძალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანა იყო სწორედ მთავარი ინსტიტუციების დისკრედიტაცია. როგორიც არის ეკლესია, ჩვენი პატრიარქი, მღვდელმთავრები და სასულიერო პირები. 
ჩვენმა ბრძენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, როგორ ანტიეროვნულ და ამასთანავე, ანტიეკლესიურ, ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან გვაქვს საქმე და შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ 9 წლის წინ ამ ადამიანების მჩაგვრელ, მავნებლურ და ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას უარი უთხრა საბოლოოდ. 
იციან რა, რომ ისინი ყველა მუნიციპალიტეტსა და ყველა ქალაქში სასტიკად მარცხდებიან, რა უნდა მოეფიქრებინათ თუ არა რაღაც გამოგონილი ლეგენდები და ამას აკეთებს ის ძალა, რომელიც გამოირჩეოდა ადამიანების ჩაგვრით, წამებით, გაუპატიურებით, ბიზნესის დატერორებით და ათასი უბედურებით, რაც მთავარია, კიდევ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპანტისთვის გადაცემით. როგორ შეიძლება ასეთ ადამიანს და ასეთ ძალას კიდევ ვინმემ მისცეს ხმა. ეს ხომ არის თანამონაწილეობა ამ ღალატში. ვართ ყველაზე ჰუმანური ხელისუფლება ბოლო 30 წლის განმავლობაში. ეს ადამიანები უცხადებენ საინფორმაციო- ფსიქოლოგიურ ომს თავისუფლებას, ასეთ განვითარებას, პროგრესს, მოაჩვენებენ, როგორც აპოკალიფს.“თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა
მივალთ 2 ოქტომბერს და ქართველი ხალხი ღირსეულ პასუხს გასცემს და "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს ყველა ქალაქსა და ყველა მუნიციპალიტეტში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ძლიერი ხელისუფლება, არავითარი კომპრომისი არ იქნება. ნულოვანი კომპრომისი იქნება ნებისმიერ მცდელობაზე, რომ რაიმე პროვოკაცია მოაწყონ. არჩევნები დამთვარდება და ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,