14/09/21703 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მხოლოდ ერთი კაცის გამრუდებული ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაზე ზრუნავენ - მელია სუს-ზე

"უწყება, რომელიც სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს, ზრუნავს მხოლოდ ერთი კაცის გამრუდებული ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაზე და იმაზე, რომ მას ძალაუფლება არ შეერყეს", - ასე ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ინტერნეტ სივრცეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კრებსების გავრცელებას.
როგორც მელია Facebook-ზე წერს, სუს-ი ყველას უსმენს, გარდა სახელმწიფოს მტრებისა.
"ქვეყანა ჭაობში იფლობა... უწყება, რომელიც სახელმწიფოს მტრებს უნდა დასდევდეს, უთვალთვალებდეს, უსმენდეს, დასდევს ყველას სახელმწიფოს მტრების გარდა. გვისმენენ და გვითვალთვალებენ ყველას, ერსაც და ბერსაც.
და რაც მთავარია, დღეს საზოგადოებას ქალაქების მერებად ტენიან მათ, ვინც გუშინ სწორედ ამ მოსმენებით, თვალთვალითა და მიყურადებით იყო დაკავებული.
ბინძურ ამაგს უფასებენ და გეშავენ რომ ახლა უკვე ღიად და დაუფარავად მართონ ქვეყანა ბინძური მეთოდებით.
და ჩვენც უნებლიედ, ისევ ამ ჭუჭყიან საცვლებში ქექვის თანამონაწილეები ვხდებით, ვხურდავდებით და დროს, ენერგიას ვფლანგავთ იმის გარკვევასა და მოსმენაში ვინ ვის რა უთხრა, ვინ ვისთან იდგა, იჯდა და ა.შ.
არადა ჩვენ თაობას აქვს შანსი, დიდი საქმეები გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის. ქვეყანამ თავი დააღწიოს ამ კოშმარს, ხელისუფლებაში იყოს მრავალფეროვნება და არა მხოლოდ ერთი ფერი, როგორც დღესაა.
ჩვენ იმაზე მეტი შეგვიძლია ვიდრე გვგონია, მთავარია მოვიკრიბოთ ძალა, ნებისყოფა, მტკიცე არა ვუთხრათ ამ ბინძურ რეჟიმს, ვირწმუნოთ ჩვენი გამარჯვების და ხალხიც ირწმუნებს!
გამარჯვების რწმენა გადამდებია და როცა გწამს გამარჯვების, გამარჯვება გარდაუვალია!", - წერს ნიკა მელია.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.