13/09/21730 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"საუკეთესო ოფიცრები გააქციეს... ივანიშვილს სჭირდება განადგურებული საქართველო" - მიხეილ სააკაშვილი

"თქვენ ივანიშვილს ეზიზღებით, მას აქვს ასეთი ტაქტიკა, რომ საქართველოს ჯარი არ სჭირდება" - საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამხედრო მოსამსახურეებს მიმართავს.
Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილმა ჯარიდან საუკეთესო ოფიცრები გააქცია. 
"თქვენ ივანიშვილს ეზიზღებით. მას აქვს ასეთი ტაქტიკა, რომ ჯარი არ გვჭირდება საქართველოს. თქვენ გახსოვთ, რომ მრავალი წელი კრძალავდა სამხედრო აღლუმებს. რამდენიმე ათეულ ოფიცერს კონვერტში უხდის ხელფასს, იმისთვის, რომ მათ არ შეუქმნან პრობლემები და გააკონტროლონ დანარჩენი ჯარი. სამაგიეროდ, ყველა სხვა საკითხი, რომელიც ეხება ჩვენ შეიარაღებულ ჯარებს არ წყდება. ბინები, მივლინებები, მთელი ეს წლები ნაწილდება ნეპოტიზმით, ნაცნობობით, ნათესაობით და არავითარ შემთხვევაში დამსახურებით. საუკეთესო ოფიცრები, ბევრი მათგანი გააქციეს ჯარიდან და დანარჩენებს გაქცევაზე უჭირავთ თვალი. აღჭურვა მკვეთრად შესუსტდა და ვარჯიშები პრაქტიკულად ნულზეა ჩამოყვანილი. ეს არის სამარცხვინო და შეუთავსებელი სიტუაცია ქართველი კაცის სულთან", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
მან ასევე რეფერენდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამხედრო მოსამსახურეებს არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა.
"ივანიშვილს სჭირდება ფარჩაკი, განადგურებული, სუსტი საქართველო და არაფერში არ სჭირდება თქვენი არსებობა. მეგობრებო, თქვენ გარდა ყველაფრისა, ხართ საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ ერთად უნდა მოვემზადოთ ამ უზურპატორი ხელისუფლების, რომელმაც გასულ წელს მოიპარა ოქტომბრის არჩევნები, რომელმაც დაარღვია ხელშეკრულება ევროკავშირთან, რომელიც ყოველდღიურად ძალადობით, მუქარებით და ქრთამებით, ინარჩუნებს კაბინეტებს.
საქართველო არის გადასარჩენი და მე მოგმართავთ თქვენ, როგორც ჩვენ საამაყო სამხედრო მოსამსახურეებს, მაგრამ პირველ, რიგში, როგორც მოქალაქეებს, ყველა უნდა მოვემზადოთ ჩვენი სამოქალაქო ვალის შესასრულებლად, არჩევნებზე აქტიურად მონაწილეობისთვის. ასევე ხელშეკრულების აღდგენისთვის, იმიტომ, რომ ეს არის რეფერენდუმი და იმისთვის, რომ ისინი დავაბრუნოთ სამართლებრივ ველში. საქართველოს ახლა სჭირდება შველა", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,