11/09/211 429 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ზუგდიდის მერობის კანდიდატი ენმ-ს წევრს დაემუქრა, რომ რუსეთს გადასცემდნენ

დაშინება, ზეწოლა და მუქარა ზუგდიდში ენმ-ს წევრზე. დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, პარტიის წევრმა და დეპუტატმა ანი წითლიძემ რევაზ გვილიას შესახებ გააკეთა განცხადება. წითლიძის თქმით, ყულიშკარის მკვიდრი "ქართული ოცნების" შტაბში დაიბარეს და დაემუქრნენ, თუ არ დატოვებდა ოპოზიციურ ძალას და არ ითანამშრომლებდა სახელისუფლებო პარტიასთან, რუსეთს გადასცემდნენ.
საქმე იმაშია, რომ გვილიას გადაცემას ოკუპანტი სახელმწიფო წლების წინ, გადაუხდელი საბანკო დავალიანების გამო ითხოვს.
წითლიძის ინფორმაციით, გვილიას "ოცნების" შტაბში ყოფილი დეპუტატი მერაბ ქვარაია, "ოცნების" მერობის კანდიდატი ზუგდიდში - მამუკა წოწერია და კიდევ ერთი სამხედრო პირი დახვდა და თითქმის 2 საათის განმავლობაში აიძულებდნენ მათი დავალება შეესრულებინა - კერძოდ, სოციალურ ქსელში დაეწერა პოსტი, რომ ტოვებდა ენმ-ს და მიეტანა სანათესაოს სია, დაახლოებით 30 ხელმოწერით და პირობით, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებში ზუგდიდში, ისინი სახელისუფლებო კანდიდატს დაუჭერდნენ მხარს. 
გვილიამ მათი მოთხოვნა შეასრულა და "ფეისბუქზე" ენმ-დან წასვლის შესახებ დაწერა, თუმცა როგორც მოგვიანებით ანი წითლიძეს უთხრა, მან ეს ყველაფერი დაშინებისა და მუქარის შედეგად გააკეთა.
ანი წითლიძე ფაქტის შესახებ პროკურატურას მიმართავს და მოუწოდებს დაინტერესდეს, ამოიღოს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები "ოცნების" შტაბიდან, ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე დამონტაჟებული კამერებიდან და დაიწყოს გამოძიება.
თავად გვილია კი შიშობს, რომ ხელისუფლება მუქარას აასრულებს და რუსეთს გადასცემენ.  

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ