10/09/213 281 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი ბარამიძე - „ქართულ ოცნებაში“ ტანში ჟრჟოლავთ იმის გაფიქრებაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის სამშობლოში შეიძლება დაბრუნდეს

„ქართულ ოცნებაში“ ტანში ჟრჟოლავთ იმის გაფიქრებაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მიწაზე, თავის სამშობლოში შეიძლება დაბრუნდეს. ტანში აჟრიალებთ და ეს ჟრიალი ეტყობათ კიდევაც, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ეშინია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების და ამიტომაც „აბრალებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის გადატრიალების მცდელობას.“
„ქართულ ოცნებაში“ ტანში ჟრჟოლავთ იმის გაფიქრებაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მიწაზე, თავის სამშობლოში შეიძლება დაბრუნდეს. ტანში აჟრიალებთ და ეს ჟრიალი ეტყობათ კიდევაც. ამიტომ, სულ ამაში არიან, რომ რაღაცა ხდება, - საბურავები, გადატრიალება, დამხობა, უბედურება… ხალხი არის ბრძენი, ხალხი მართავს ქვეყანას, ხალხია ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი, ხალხს აღარ უნდა „ქართული ოცნება“ და ამ ხალხის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში, ყველაზე მსხვილი პროდასავლური პოლიტიკური ძალა და მისი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ბუნებრივია „ქართულ ოცნებას“ ეშინია ამ კონკურენციის“, - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს გაუქმებულად არ სცნობს.
გიორგი ბარამიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუკი, „ქართული ოცნება“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ს ვერ აიღებს, რაც მიშელის დოკუმენტის მიხედვით იყო განპირობებული, ოპოზიციური სპექტრი ყველაფერს გამოიყენებს „მშვიდობიანი ბრძოლისთვის.“
„როგორც ხელისუფლება, ხელს აწერ ევროკავშირთან და აშშ-სთან პირობას დებ, შემდეგ კი ამბობ, რომ ასე აღარ არის, - ბავშვობაში იყო, „ნიჩურიტი მქონდა და აღარ მინდა,“ ასე არ არის. პირობა დადებულია და ეს დოკუმენტი რომ ძალაშია, იმანაც დაადასტურა, ჩვენ სწორედ ამის ხაზგასმასაც მოვაწერეთ ხელი, - ევროკავშირის ელჩმა მიიღო ჩვენი დელეგაცია თავის რეზიდენციაში და ხელიც მოაწერეს. ეს დოკუმენტი, რომ ძალაში არ იყოს ვეროკავშირისთვის და აშშ-სთვის, ამ დოკუმენტზე ხელს ხომ აღარავის მოაწერინებდა?!
ყველაფერი იქნება მშვიდობიანად და კანონის ჩარჩოებში. ვუყურებთ პუტინის მონებს როგორ ანგრევენ საქართველოს და როგორ გააგრძელონ საქართველოს ნგრევა, საქართველოს რუსეთის გუბერნიად გადაქცევა?! რაც კი შეგვიძლია რომ მშვიდობიანი ბრძოლის ფორმები გამოვიყენოთ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გამოვიყენებთ. სახელმწიფო გადატრიალებაზე ნიკა მელიას წინააღმდეგ აღძრეს საქმე, მარტო აწყობდა ნიკა მელია სახელმწიფო გადატრიალებას?! სხვა მოკავშირეები და გვერდში მდგომი არ ჰყავდა, სახელმწიფო გადატრიალებას რომ აწყობდა, ერთი კაცი აწყობდა სახელმწიფო გადატრიალებას? ამ აბსურდებით დაიღალა ხალხი“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA