09/09/211 082 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

EU-ს იყენებენ როცა აწყობთ, გვაინტერესებს, რა არის "ოცნების" საბოლოო მიზანი და გეგმა - გრეგოროვა

"ევროკავშირში ფიქრობენ, რომ [ისინი] მათ იყენებენ, იყენებენ როცა საქართველოს მთავრობას აწყობს" - ასე აფასებს ევროპარლამენტარი, მარკეტა გრეგოროვა "ქართული ოცნების" მიერ ევროკავშირის 75 მილიონიან დახმარებაზე უარს და 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას. ამ თემაზე მან "ამერიკის ხმასთან" ისაუბრა. 
მისი თქმით, სესხზე უარის ფონზე, რომლის საფუძველში რეფორმების პირობა იყო ჩადებული, ევროპარლამენტარებს აშინებთ, თუ რას ნიშნავს ეს უარი და საით მიდის საქართველო. ევროპარლამენტარმა 19 აპრილის შეთანხმებაზეც ისაუბრა და აღნიშნა:
"ეს მხოლოდ ევროკავშირის საზრუნავი არაა, ეს არც მხოლოდ პარტიებს შორის კონფლიქტის საკითხია. [შეთანხმება] უკავშირდება საქართველოს და მისი მთავრობის სურვილს, ითანამშრომლოს ევროკავშირთან. გასულ წელს გვესმოდა, რომ არსებობდა გეგმები 2024 წელს ევროკავშირში განაცხადის შეტანაზე. ამას ვხედავთ ქაღალდზე, თუმცა ნაბიჯებს რომელსაც [ისინი] დგამენ, ამასთან სრულ წინააღმდეგობაშია. ვფიქრობ, ევროკავშირში ფიქრობენ, რომ [ისინი] მათ იყენებენ, იყენებენ როცა საქართველოს მთავრობას აწყობს. ახლა კი მას გვერდზე წევენ. ეს არაა ის, რისი დანახვაც ევროკავშირს სურს. ჩვენ გვინდა ვიყოთ პარტნიორები, და თუ პარტნიორობა არ შეგვიძლია, ამას მოჰყვება შემდეგი ნაბიჯები".
მისი თქმით, არსებობს სხვა შეთანხმებები და დახმარებები, რასაც ევროკავშირი საქართველოზე გასცემს, ასევე, არსებობს პრიობები, რომლებიც უნდა შესრულდეს ორივე მხარის მიერ. ევროპარლამენტარი ამბობს, რომ თუ ისინი არ შესრულდა ამას შედეგები მოჰყვება.
"გეტყვით, რომ [საქართველოს ტრაექტორია] ნამდვილად არ აღიქმება, როგორც ევროკავშირისკენ მიმავალი. მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდზე ეს წერია და ეს მთავრობის გაწერილი მიზანია, ამ მიზნისკენ ვერცერთ ნაბიჯს ვერ ვხედავთ.
არ ვიცით, საით მიდის [საქართველო]. ვერც იმას იტყვი, რომ ნამდვილად რუსეთისკენ მიემართება, რადგან არსებობს ოკუპირებული რეგიონების პრობლემა. ამიტომ ალბათ ეს არსაითკენ სვლაა. ჩვენ გვაინტერესებს, რა არის "ქართული ოცნების" საბოლოო მიზანი და გეგმა", - თქვა ევროპარლამენტარმა. 
მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალ არჩევნებზე დემოკრატია გაიმარჯვებს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY