08/09/211 035 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დასავლური ინტეგრაციისთვის - კონგრესი

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტმა თავდაცვის ავტორიზაციის ეროვნული აქტის კანონპროექტი განიხილა და მხარი დაუჭირა. კანონპროექტი 2022 ფისკალური წლისთვის აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრას შეეხებოდა. 
კანონპროექტში წერია, რომ საქართველო აშშ-ს ღირსეული მეგობარია. ამასთან, მასში საუბარი შეეხო ქართველი სამხედროების მიერ ერაყსა და ავღანეთის სამხედრო მისიებში შეტანილი წვლილს. 
"საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ღირსეული მეგობარია. სახელწიფოებმა არა ერთხელ გამოავლინეს საკუთარი ვალდებულები იმ მიზნების მიმართ, რომელიც ორივე ქვეყნის ინტერესების წინსვლას ისახავს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ გვარდიასა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის პარტნიორი პროგრამის ფარგლებშიც. ქართველი სამხედროების წვლილი ერაყისა და ავღანეთის სამხედრო მისიებში ფასდაუდებელია",- წერია კანონპროექტში.
კანონპროექტში ასევე წერია, რომ საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კანონპროექტის თანახმად, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, დოკუმენტში წერია, რომ ეს მხარდაჭერა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. 
ამასთან კონგრესი მიიჩნევს, რომ რუსული აგრესიის შეკავებისა და რეგიონში სტაბილურობის გაძლიერების მიზნით, აშშ-მ უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს დახმარება უნდა გააგრძელოს.
"საქართველო გეოგრაფიული მდებარეობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია როგორც სატრანზიტო კორიდორი. საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის. კონგრესი თვლის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს საქართველოსა ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული პარტნიორობის მტკიცე მხარდაჭერა, მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ აღიაროს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობა.
რუსული აგრესიის შეკავებისა და რეგიონში სტაბილურობის გაძლიერების მიზნით, გააგრძელოს საქართველოს დახმარება უსაფრთხოების საკითხებში, ჯარის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში, ნატოს ჯარებთან თავსებადობის გაზრდაში, გააღრმავოს საქართველოსა და შავი ზღვის სხვა რეგიონულ პარტნიორებთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა და ჩართულობა"-, ნათქვამია კანონპროექტში.
დოკუმენტში ასევე საუბარი შეეხო საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებთან თანამშრომლობას, იმისთვის, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად მუშაობა გაგრძელდეს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ