06/09/211 504 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

თქვენ დაგცინიან! ხვდებით, მაგრამ გეშინიათ ჭეშმარიტი რეაქციის გამოხატვის - ზურაბ გურული

ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული ქვეყანაში შექმინილი მძიმე კოვიდვითარების ფონზე ხელისუფლების წარმომადგენლების "ცინიზმით სავსე" განცხადებებს ეხმაურება და წერს, რომ საზოგადოებას სასაცილო არაფერი აქვს. 
მისი თქმით, ე.წ. პოლიტიკოსები არ ხუმრობენ, ისინი უბრალოდ შეურაცხყოფენ საკუთარ მოსახლეობას, ბოროტად დასცინიან და ესაუბრებიან როგორც ჭკუასუსტებს.  გურული წერს, რომ 2012 წელს სწორედ ასეთი დაცინვით დაიწყო მოქმედება "ქართულმა ოცნებამ". 
"განსაკუთრებით ამაზრზენია, როდესაც საზოგადოების ასეთ დაცინვას მეტნაკლებად ინტელექტუალური ადამიანები ეწევიან. გახსოვთ ალბათ ზღაპრები მსოფლიოში სამაგალითო კოვიდ-მენეჯმენტსა და ამერიკა-ევროპიდან გამოცდილების გასაზიარებლად საქართველოში ამტყდარ ზარებზე. ბუნებრივია რომ აქედან ერთი ნაბიჯი იქნებოდა უფრო პრიმიტიულ „ხუმრობებზე“. მივიღეთ კიდეც; ქუთაისის „ტორპედოს“ ჩემპიონთა თასიდან დაწყებული, ონისა და კაიროს პირდაპირი ვაჭრობის ისტორიებით თუ ზესტაფონის ყავის პლანტაციებით.
ეს არ არის სასაცილო ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო. თქვენ დაგცინიან! უმოწყალოდ დაგცინიან. დარწმუნებული ვარ რომ ხვდებით, მაგრამ გეშინიათ თქვენი ჭეშმარიტი რეაქციის გამოხატვის. ისე, სიკვდილზე საშიში რამეც არსებობს და სიკვდილამდე სიკვდილი ჰქვია მაგას.
შევეჩვიეთ ამ დაცინვას და ვიცინით. დღეში საშუალოდ 70 ქართველის კოვიდით სიკვდილსაც შევეჩვიეთ ნელნელა; ერთს ამოვიოხრებთ და ვაგრძელებთ ცხოვრებას.
არჩევნები მოდის მალე. გონიერი ამომრჩეველი რამდენიმე ქალაქში მაინც მისცემდა ოპოზიციის კანდიდატებს შანსს. არ გაინტერესებთ რას იზამენ? „ოცნებამ“ და მისმა კანდიდატებმა ხომ ნახეთ რაც გიქნათ, არ გინდათ რამე ახალი სცადოთ? ოღონდ ამ მცდელობის თეორიულ შანსსაც არ მისცემს „ოცნება“ საქართველოს, რადგან თუნდაც ერთმა ქალაქმა ოპოზიციონერი მერის ხელში რაიმე წარმატება რომ მოიპოვოს, ეს ხომ „ოცნების“დასასრულის დასაწყისი იქნება", - წერს ზურაბ გურული.
მისი თქმით, დღევანდელ საქართველოში რომ ქართველებს დასცინებ, მარტო სინდისგარეცხილი ვერ იქნები, უბრალოდ "ავადმყოფი" და "სადისტი" უნდა იყო.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA