04/09/21835 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

29 დღე დარჩა...ან ვიქნებით დასავლურ სივრცეში, ან ვიქნებით დასავლეთს მიღმა - ნიკა მელია

"29 დღე დარჩა გამარჯვებამდე" - ამ სიტყვებით მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, ფოთში შეკრებილ ამომრჩეველს, სადაც საერთო ოპოზიციური კანდიდატები წარადგინეს. 
როგორც ნიკა მელია ამბობს, სწორედ 29 დღე დარჩა, იმისთვის, რომ ქვეყანას ოლიგარქიული რეჟიმი მოაცილონ:
"29 დღე დარჩა ამ ქვეყნის განვითარების გზაზე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადასადგმელად, ანუ - გამარჯვებამდე. 29 დღე დარჩა უტიფრობის დასრულებამდე, რომელიც დღენიადაგ, როგორც ნიაღვარი მომდინარეობს ოლიგარქიული რეჟიმის მხრიდან. 29 დღე დარჩა, რომ შანსი გავუჩინოთ საქართველოს მოქალაქეს, რომ ამ ქვეყანაში, სანამ ცოცხლები ვართ, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის განვითარებული სახელმწიფოს საფუძველი შევქნათ და შემდეგ დავაშენოთ ის რაც ჩვენი წინაპრებისა და თანამედროვე ქართველების სურვილია", - ამბობს ნიკა მელია.
მელიას თქმითვე "ამ ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს ხალხი და ვერცერთი მილიარდერი, რამდენი მილიარდიც არ უნდა ჰქონდეს მას, რამდენადაც აბუჩად არ უნდა იგდებდეს საქართველოს მოქალაქეს" ამას ვერ შეცვლის.
როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, არჩევნებისთვის, განსხვავებული ადამიანები "ერთ მუშტად უნდა შეიკრან" საერთო მიზნის გარშემო. 
"ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენ ან ვიქნებით დასავლურ სივრცეში, ან ვიქნებით დასავლეთს მიღმა", - თქვა მელიამ.
მან ასევე, ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ მძიმე კოვიდვითარებაზე, უმუშევრობასა და ერთპიროვნულ მმართველობაზე.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY