02/09/21984 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

სიურპრიზი იყო მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს არ სჭირდება €75 მილიონი ევროს დახმარება - დეგნანი

საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის განცხადება ევროკავშირის დახმარებასთან დაკავშირებით მოულოდნელი იყო. დეგნანის თქმით, ამ გადაწყვეტილებას ვაშინგტონიც გამოეხმაურება.
ჟურნალისტებთან საუბრისას, კელი დეგნანმა თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა მთავრობა ევროკავშირის დახმარებას აირებს თუ არა, ქვეყანაში უნდა განხორციელდეს რეფორმები, რომელზეც საქართველომ ვალდებულება აიღო.
"ცოტა გაოცებულები ვიყავით მთავრობის განცხადებით, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მილიონი ევრო, მიუხედავად, პანდემიისა, უმუშევრობისა და მიუხედავად იმ მდგომარეობისა, რაც საქართველოში არსებობს. რა თქმა უნდა, ამას გამოეხმაურება ვაშინგტონიც.
გასათვალისწინებელია ის, რომ ის რეფორმები რომელიც უნდა განხორციელებულიყო და ამაზე დიდი მუშაობა მიმდინარეობდა გასულ წელს, არ უნდა შეჩერდეს, ეს მართლაც რთული და მნიშვნელოვანი რეფორმაა, კონგრესი უყურებს როგორ მიმდინარეობს ეს პროცესები, ჩვენ ახლო კოორდინაციაში ვართ საქართველოს მთავრობასთან და ვიცით, რა სჭირდება საქართველოს",- თქვა კელი დეგნანმა.
ევროკავშირი საქართველოს €75-მილიონიან დახმარებას არ გადაურიცხავს. პრემიერმინისტრი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის თანხა არა დახმარება, არამედ ვალია და მასზე უარს თავად მთავრობა ამბობს. ღარიბაშვილის კომენტარებს ევროკავშირი განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც ეწერა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა. კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA