01/09/211 689 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ღარიბაშვილი ჭაობია და იმ ჭაობში იყოს მარტო" - ნიკა გვარამია ღარიბაშვილს პასუხობს

"ეს არის ჭაობი ღარიბაშვილის და იყოს იმ ჭაობში მარტო", - ასე გამოეხმაურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც ის განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს შეადარა. 
ნიკა გვარამიამ მისი განათლების მინისტრობის დროს განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა:
"მარტივად ვიტყვი, ჩემი განათლების მინისტრობის დროს გაკეთდა შემდეგი: გამომუშავდა და მნიშვნელოვნად შეიცვალა სპეციალისტებთან,  რაც მთავარია მასწავლებლებთან, სკოლის დირექტორებთან კონსულტაციებით ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმა; ჩამოყალიბდა ახალი წესი მაგისტრატურაში მიღების და შემოღებული იქნა ერთიანი სამაგისტრო გამოცდები, რამაც აღმოფხვრა მაგისტრატურის საფეხურზე კორუფცია უნივერსიტეტებში;
რაც ჩემთვის ყველაზე საამაყო და მნიშვნელოვანია, პირადად ჩემი მოფიქრებულია და მერე გაწერილი კანონმდებლობაში ე.წ. 4+1 სისტემა, რაც ნიშნავს შემდეგს: პირველი წელი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები მხოლოდ უნარებით ჩააბარებდნენ, ისწავლიდნენ მხოლოდ ქართულ ენას და შემდეგ 4 წლის განმავლობაში ქართულად დაეუფლებოდნენ პროფესიას. დღეს შეგიძლიათ იკითხოთ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, თუ რომელიმე ახალგაზრდა ლაპარაკობს ქართულად, არის ამ პროგრამის დამსახურება. ინფრასტრუქტურას რაც შეეხება ჩემ დროს აშენდა 6 ახალი, თანამედროვე სკოლა და ვიყიდეთ 100 ათასზე მეტი ახალი, ხარისხიანი მერხი", - თქვა ნიკა გვარამიამ. 
რაც შეეხება განათლების მოქმედ მინისტრს, "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ მიხეილ ჩხენკელის საქმიანობის შესახებ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არაფერი იცის.
"ახლა მითხრან, რა გააკეთა მეცნიერმა მიხეილ ჩხენკელმა, რომლის მეცნიერობის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ არც განათლების მინისტრობის შესახებ ვიცი. გარწმუნებთ, საზოგადოების უდიდესმა უმრავლესობამ არ იცის რას საქმიანობს ბატონი ჩხენკელი", - აღნიშნა ნიკა გვარამიამ. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY