24/07/211 186 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა... ადამიანებს ზიზღის საფუძველს უქმნიან - ხოშტარია პლაკატებზე

გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია, თბილისის ქუჩებში გაკრულ, სიძულვილის ენის შემცველ პლაკატებს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. როგორც ელენე ხოშტარია აღნიშნავს, ეს პლაკატები, პირველ რიგში, საზოგადოების შეურაცხყოფაა.
"მინდა გამოვეხმაურო, იმ ბინძურ კამპანიას, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო, როგორც კი ჩაეშვა წინასაარჩევნო კამპანია, ჩვენ ვნახეთ, რომ გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ქალაქში გააკრეს ზიზღის პლაკატები. პირველ რიგში, ეს არის საზოგადოების, ამომრჩევლის შეურაცხყოფა, მიუხედავად იმისა, თუ ვის როგორი პოლიტიკური პოზიცია აქვს", - ამბობს ხოშტარია. 
მისივე თქმით, მმართველი გუნდი საბჭოთა ტრადიციის მიხედვით, ადამიანებს უქმნის ზიზღის სამიზნეებს და ამით "ცდილობს ადამიანების ტვინით და ემოციებით მანიპულაციას". როგორც ელენე ხოშტარია ამბობს, "ეს საბოლოო ჯამში ქვეყნისთვის ძალიან საშიშ მოვლენას ზიზღსა და დაპირისპირებას იწვევს". 
"ვხედავთ, რომ ეს ზიზღის და სიძულვილის კამპანია აგრძელებს ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე თავდასხმის კამპანია, რომელსაც შეეწირა ერთი მათგანის სიცოცხლე და მათი ნაწილი დღემდე საავადმყოფოში რჩება. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ დასაჯოს ამ წარმოუდგენელი ძალადობის ორგანიზატორები, გამოაკრეს ზიზღის ობიექტებად ის ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, რომლებსაც თავად დაესხნენ თავს. ეს არის წარმოუდგენელი ცინიზმი, უსამართლობა და ქვეყნის დანგრევა", - თქვა მან.
ელენე ხოშტარიამ ასევე მაგალითად მოიყვანა მერიის საქციელი, მაშინ როდესაც სამოქალაქო აქტივისტები თბილისის ქუჩებში ანტისაოკუპაციო პლაკატებს აკრავენ, როგორც ის ამბობს, ასეთ დროს აქტივისტებს სუს-ი დასდევს, აკავებს და უსწორდება.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.