24/04/212 196 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი ვაშაძე - არჩილ თალაკვაძის გადადგომით საბოლოოდ გაფორმდა, რომ ამ შეთანხმებაში „ქართული ოცნება“ თავს დამარცხებულად თვლის

დღეს თალაკვაძის გადადგომით საბოლოოდ გაფორმდა, რომ „ქართული ოცნება“ თავს თვლის დამარცხებულად ამ შეთანხმებაში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, მმართველი პარტია თავს დამარცხებულად გრძნობს იმის გამო, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობის აღიარება და მათი გათავისუფლების მექანიზმებზე დათანხმება მოუხდა, ამასთანავე, მოუწია ეღიარებინა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ლეგიტიმაციის პრობლემა ჰქონდა და საარჩევნო კომისიებშიც უმრავლესობის დათმობა მოუხდა.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ზოგიერთი ოპოზიციურ კოლეგას უნდა ოპოზიციის მარცხად გააფარმოს ეს შეთანხმება. ეს უბრალოდ სიჯიუტე მგონია დღევანდელი დღის მერე და მეტი არაფერი. მე მგონია, ახლა იმის დრო არის, რომ ყველა ერთად გავერთიანდეთ და მაქსიმალურად საქმეზე ვიყოთ ორიენტირებულები. კიდევ ერთი, თალაკვაძე ნამდვილად ამ მოლაპარაკებებში იყო უფრო კონსტრუქციული მხარე „ქართული ოცნების“, რაც ხელისუფლებაში მყოფ ძალას უნდა ახასიათებდეს, ვიდრე მონაწილეები კობახიძის სახით და ა.შ. აქვე ვამბობ, რომ თალაკვაძის გადადგომით, ვერც ერთ შემთხვევაში უკან ვერ წაიღებს შეთანხმების ვერც ერთ კომპონენტს „ქართული ოცნება“, იმიტომ, რომ ამ შეთანხმებას აქვს არა მხოლოდ ტექსტი, არამედ კონკრეტული ვადები გაწერილი და ამ შეთანხმების რეალიზებაზე არის მიბმული საქართველო-ამერიკის პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავება, რაც წერია სენატის რეზოლუციაში და ევროკავშირში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის ე.წ მაპის მიღება საქართველოსთვის. ამიტომ, ეს დოკუმენტი არის ზემნიშვნელოვანი და ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან და იმედი მაქვს, რომ მთლიანად ოპოზიციასთან ერთად მათ ვაიძულებთ, რომ ამ შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულებული იყოს“, - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, რამდენიმე დღეში გამოჩნდება, რა სტრატეგიას აირჩევს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი კახა კუჭავა შეთანხმებასთან მიმართებით.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA