გამოძიების დაწყების უპირობო საფუძველია - დემოკრატიის ინდექსი აუდიოჩანაწერებზე
არასამთავრობო ორგანიზაცია, "დემოკრატიის ინდექსი" გუშინ, 6 მარტს "ტვ პირველის" ეთერში გასულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება.
ორგანიზაციის მეიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შესაძლო მძიმე დანაშაულის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია არის არა კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა, არამედ გამოძიების დაწყების უპირობო საფუძველია.

აუდიოჩანაწერებიდან გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლო მძიმე დანაშაულის მონაწილენი არიან მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის მოქმედი პრემიერ მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. მით უფრო მწვავე ხდება სიტუაცია, როდესაც სავარაუდო დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა იყოს არასრულწლოვანი პირი.გუშინ, 6 მარტს, "ტვ პირველის" ეთერში აუდიჩანაწერები გავრცელდა, რომელშიც ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სკოლის მოსწავლეებზე ძალადობას გეგმავენ.
რამდენადაც დიალოგი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, პირველ რიგში ამ დანაშულის გამოძიება ხდება პრიორიტეტი და არა იმ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევაზე პასუხისმგებლობა, რომლითაც სავარაუდო დანაშაული მჟღავნდება, - ნათქვამია განცხადებაში.