23/02/211 133 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

სუბარი აშშ-ს საელჩოს: რაც არის შიდა ტერორიზმი ამერიკაში, შიდა ტერორიზმია საქართველოშიც

"ნამდვილად არ არის სასიამოვნო განცხადება, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა მის შინაარსს თუ ცალკეულ ასპექტებს". – ასე შეაფასა ქართული ოცნების დეპუტატმა, სოზარ სუბარმა ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით ამერიკის საელჩოს განცხადება.
"არ არის სასიამოვნო, როდესაც მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა და მისი საელჩო აკეთებს ასეთ განცხადებას, თუმცა, თავს ნებას მივცემ, არ დავეთანხმო ამ განცხადების ასპექტებს - ის, რაც არის შიდა ტერორიზმი შეერთებულ შტატებში, შიდა ტერორიზმია საქართველოშიც. ის, როდესაც აშშ-ში ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს სდებენ ბრალს, რომ იყო წამქეზებელი და ხელშემწყობი კაპიტოლიუმში შეჭრის და ამის შემდეგ მას უყენებენ ბრალს, ამის შემდეგ იწყება თანამდებობიდან წასული პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, როდესაც სენატორს, რომელიც სავარაუდოდ, ტელეფონით აქეზებდა შეჭრის მსურველებს, უწყვეტენ იმუნიტეტს, ბუნებრივია, იგივე სტანდარტი უნდა იყოს საქართველოშიც". – განაცხადა სუბარმა TV იმედის ეთერში, თუმცა, არ უხსენებია, რომ აშშ-ს სენატმა იმპიჩმენტის პროცესში ტრამპის მსჯავრდებას მხარი არც ერთხელ არ დაუჭირა.
"მაგრამ ეს განცხადება უკვე გაკეთებულია, არ არის სასიამოვნო განცხადება და ჩვენ მოგვიწევს ჩვენს მეგობრებთან ბევრი მუშაობა, რომ დავარწმუნოთ ისინი, რამდენად არის სიმართლე ამ შემთხვევაში სახელმწიფოს და სამართლის მხარეს... აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ეს რიტორიკა შეიცვლება ძალიან მალე, რადგან სიმართლე არის ერთი და ეს სიმართლე არის სახელმწიფოს მხარეს, შსს-ს და მმართველი ძალის მხარეს". – თქვა სოზარ სუბარმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY