18/02/211 329 ნახვა წყარო: formulanews.geფოტო: formulanews.ge

ბაქრაძე: ღარიბაშვილის ნომინირება მკაფიო განაცხადია, რომ დიალოგი და შერიგება არ იქნება

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ქართული ოცნების მიერ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მმართველმა გუნდმა მისი ნომინირებით კონფრონტაციის გზა აირჩია. 
როგორც ბაქრაძემ ფორმულას გადაცემაში კომენტარი განაცხადა, ღარიბაშვილი ქართული ოცნების პრემიერმინისტრებს შორის ყველაზე აგრესიული იყო.  
"დღეს გახარიას გადადგომამ გააღრმავა ქვეყანაში არსებული განწყობა, რომ სიტუაცია არის შესული ჩიხში, რომ ხელისუფლების ჩამოშლა არის დაწყებული და რომ ამ ქვეყანაში არის ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისი. შინაარსობრივად მნიშვნელოვანია რა ტიპის დანიშვნა მოხდა - ღარიბაშვილზე შეიძლება ბევრი თქვა, მაგრამ მთავარი მისი მახასიათებელი არის ის რომ დღემდე, ქართული ოცნების ყველა პრემიერმინისტრს შორის ის იყო ყველაზე აგრესიული, ყველაზე კონფრონტაციული და ყველაზე დაპირისპირებული განსხვავებული აზრის მატარებელ ადამიანებთან და ოპოზიციასთან", - აღნიშნა ბაქრაძემ. 
მისივე შეფასებით, ღარიბაშვილის დანიშვნით მმართველმა გუნდმა ოპოზიციის შეთავაზებაზე დიალოგის დაწყებისკენ უარი თქვა.  
"ამიტომ შევხედოთ ამ კონტექსტში - დღეს რა სიტუაცია. ვართ გზა გასაყარზე, როცა უნდა გამოჩნდეს ქვეყანა სად მიდის, ერთი გზა არის დიალოგის გზა, მოლაპარაკებების მაგიდის გზა, მეორე გზა არის ის, რაზეც დღეს საუბრობენ ქართულ ოცნებაში, რომ ხვალ მელია მაინც უნდა დავიჭიროთ, არის კონფრონტაციის გზა. მთავარი სიგნალი მის ნომინირებაში არის ის რომ, ის წარმოადგენს მეორე გზას. ეს არის მკაფიო განაცხადი, რომ არანაირი კომუნიკაცია, დიალოგი, შერიგება და ხიდების შენება არ იქნება. პროცესი წავა ბოლომდე აგრესიისკენ. ეს დააჩქარებს ქართული ოცნების დასასრულს", - ამბობს ბაქრაძე. 
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა, ხოლო მმართველმა გუნდმა ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინა
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY