18/02/211 286 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

რა მოჰყვება პრემიერმინისტრის გადადგომას - კონსტიტუციური პროცედურები სრულად

რა მოჰყვება პრემიერმინისტრის გადადგომას, როგორია ის ცვლილებები, რომლებსაც ასეთ სიტუაციაში კანონი ითვალისწინებს და რა ცვლილებებია მოსალოდნელი სამთავრობო წრეებში - გთავაზობთ პროცედურებით გათვალისწინებულ იმ ქმედებათა სიას, რაც, როგორც წესი, პრემიერმინისტრის გადადგომას მოსდევს.  მთავრობა აგრძელებს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერის დანიშვნამდე (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 56-1)
  • პარლამენტს პრემიერმინისტრობის ახალ კანდიდატს და მის მიერ წარდგენილ მთავრობას, პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტია (მოცემულ ვითარებაში, "ქართული ოცნება") წარუდგენს. (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 56-2)
 
  • პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად ორი კვირის ვადა აქვს (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 56-2)
 
  • ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 56-2)
 
  • თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 56-3)
 
  • ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 56-5).
 
  • თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 56-3).
წყარო კონსტიტუციიდან:
"პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე. პრემიერ-მინისტრის გადადგომის ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე". - მუხლი 56-1.
"პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა"- მუხლი 56-2.
 "ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა"- მუხლი 56-2
"თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს" - მუხლი 56-3.
"საქართველოს პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს და არ დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს, თუ პარლამენტი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას", - მუხლი 56-4.
"მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება", - მუხლი 56-5.
შეგახსენებთ, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განცხადება დღეს, 18 თებერვალს გააკეთა
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY