Babajana
 
სახელი (ნიკი) პაროლი  
რეგისტრაცია   | პაროლის აღდგენა
News მთავარი   ამბები   ვიდეო TV ტელევიზია   ინსტრუმენტი B განცხადებები Games თამაში   გაცნობა   ფოტო Radio რადიო Amazon ამაზონი

ილია მეორემ შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს ქართველ მეფეებთან დაკავშირებული ისტორიული მასალები გადასცეს

http://i.imgur.com/zQx5dYb.jpg
ფოტო © ipn.ge

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შესაძლოა, ორ ქართველ მეფესთან , ვახტანგ მეექვსესთან და თეიმურაზ პირველთან დაკავშირებული ისტორიული მასალები გადასცეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "კავკასიის ფონდის" პრეზიდენტმა, პროფესორმა გივი ღამბაშიძემ განუცხადა, უწმინდესს რუსეთში დაკრძალული ქართველი მეფეების გადმოსვენების საკითხზე საუბარი როგორც რუსეთის პატრიარქთან, ისე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ექნება.
"პატრიარქის თხოვნით მეუფე გერასიმეს მთელი ჩემი 30 წლიანი ისტორიული მასალები გადავეცი, რომელიც შეიძლება რუსეთის პრეზიდენტს გადასცენ. ეს მასალები მე უკვე გადავეცი რუსეთის საპატრიარქოს, რათა მათ არ ჰქონოდათ ეჭვები იმის თაობაზე, ქართველ მეფეებს უნდოდათ თუ არა საქართველოში განსვენება. ახლა პარტიარქმა წაიღო ეს მასალები როგორც ჩანს რუსეთის პრეზიდენტთან სასაუბროდ", - აღნიშნა ღამბაშიძემ.
ამასთან, იგი მოელის, რომ ასტრახანისკენ გზა სწორედ პატრიარქის ვიზიტის შემდეგ გაიხსნება და საკითხის აკადემიურად შესწავლა გაგრძელდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვში იმყოფება. უწმინდესი 23 იანვარს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთანაც გამართავს შეხვედრას. საქართველოს პატრიარქის საერთაშორისო ფონდის გენერალური მენეჯერის, ლაშა ჟვანიას თქმით, მოსკოვში დაგეგმილ შეხვედრებზე ასევე განიხილება ორი ქართველი მეფის, ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ პირველის საქართველოში გადმოსვენების საკითხი.


წყარო: ipn.ge ნახვები: 332 კომენტარი: 0




უკან დაბრუნება  

ინფორმაცია
Guest ჯგუფში მყოფ მომხმარებელს არ შეუძლია კომენტარის დამატება.
vovas oqros Tevzi ვოვას ოქროს თევზი
Enigma

ტელევიზია

1 ARKHI პირველი არხი 1 Kavkaz მეორე არხი
Rustavi 2 რუსთავი 2 Maestro მაესტრო
1 ARKHI იმედი Vesti მეცხრე არხი
Real TV რეალ ტი-ვი    

რადიო

Radio Amra ამრა Radio Ar Daidardo Live არ დაიდარდო
Radio Palitra პალიტრა Radio Fortuna + ფორტუნა +
Radio Hereti + ჰერეთი Radio 1 1 რადიო

აფიშა

დაამატე
saqarTvelos damoukideblobis dRe niu-iorkSi საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ნიუ-იორკში
qarTuli xmebi - 15 ivnisi, bruklini ქართული ხმები - 15 ივნისი, ბრუკლინი
PC Repair

ანეგდოტები

დაამატე
სვანს ჯაჭვის პერანგი იღლიასთან დაუჟანგდა
           
  • წესები
  • კონფიდენციალობა
  • შეცდომა საიტზე