01/09/20984 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

შაქარაშვილის ჩანთის შუალედური ექსპერტიზის შედეგად, 5 პირის დნმ გამოვლინდა, რომელთაგან 3 ცნობილია

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის ინფორმაციით, შაქარაშვილის ჩანთის შუალედური ექსპერტიზის შედეგად ხუთი პირის დნმ გამოვლინდა, რომელთაგან 3 ცნობილია და გიორგი შაქარაშვილს, ჩანთის მფლობელს და სავარაუდოდ, შაქარაშვილის ნათესავს ეკუთვნის.
პროკურორის განცხადებით, ჩანთაზე ამოსული ბიოლოგიური მასალა შედარდა როგორც თავდამსხმელების, ასევე მკვლელობაში ბრალდებულებისა და იმ პირების ბიოლოგიურ მასალასთან, რომლებმაც დაზარალებულები წაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან, თუმცა ჩანთაზე მათი დნმ პროფილი არ ამოსულა.
,,დასკვნა მოვიდა ორი კვირის წინ, ეს არის შუალედური დასკვნა. ექსპერტიზის შედეგად, უშუალოდ ჩანთაზე, რომელიც ეკუთვნოდა გიორგი შაქარაშვილს და აღმოჩენილია მდინარე არაგვის ნაპირზე, ამოსული ბიოლოგიური მასალა შედარდა როგორც თავდამსხმელების, ასევე მკვლელობაში ბრალდებულებისა და იმ პირების ბიოლოგიურ მასალასთან, რომლებმაც დაზარალებულები წაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან, საუბარია ე.წ საბურთალოელებზე. თუმცა მათი დნმ პროფილი არ ამოსულა ჩანთაზე, ჩანთაზე ამოვიდა გიორგი შაქარაშვილის დნმ პროფილი და იმ პიროვნების დნმ, რომელსაც ეკუთვნოდა ჩანთა. დასკვნაში მითითებულია, რომ ერთ-ერთი პროფილი შესაძლოა ეკუთვნოდეს გიორგი შაქარაშვილის ნათესავს და ამ კუთხითაც მიმდინარეობს კვლევა”, - აღნიშნა დავით ყაზარაშვილმა.
მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ვინმეს დნმ ჩანთაზე არ ამოვიდა, არ ნიშნავს იმას, რომ ეს პიროვნებები შემხებლობაში არ არიან შაქარაშვილთან.
,,კვლევა ასევე მიმდინარეობს ყველა იმ პირთან მიმართებაში, რომლებსაც შესაძლოა რაიმე სახით შემხებლობა ჰქონოდათ ჩანთასთან. ამ დროისთვის ექსპერტიზის ბიუროში წარდგენილია ასზე მეტი დნმ პროფილი და ყოველდღიურად მიმდინარეობს კვლევა. თავიდან ვერავინ აირიდებს პასუხისმგებლობას, თუ ვინმეს დნმ-ი არ ამოვიდა ჩანთაზე ეს არ ნიშნავს, რომ ის შემხებლობაში არაა შაქარაშვილთან. დაიკითხება შესაბამისი ექსპერტი, რომელიც ახსნის რა შემთხვევაში რჩება დნმ-ის პროფილი ან რა შემთხვევაში იშლება ჩანთიდან ან რაიმე ნივთიდან. რაც შეეხება მაშველებს ან პოლიციის თანამშრომლებს, რომლებსაც შეხება შესაძლოა ჰქონოდათ შაქარაშვილთან, მიმდინარეობს ექსპერტიზა”, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის ჩანთა არაგვის ხიდის სვეტზე გამოძიებამ 19 ივნისის საღამოს, გიორგი შაქარაშვილის მეგობარ, გურამ ამირხანაშვილთან ერთად საგამოძიებო ექსპერიმენტს ჩატარებისას აღმოაჩინა.
გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY